აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელთა განცხადებით, კონტაქტები დადგენილია.
აბიტურიენტის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიღებულია ყველა შესაბმისი ზომა, ინფიცირებული კლინიკაშია. მასთან შემხებლობაში მყოფთაგან ნაწილი თვითიზოლაციაშია, ნაწილი - დაკვირვების ქვეშ და ნაწილი შესაძლოა, საკარანტინე სივრცეში გადაიყვანონ.