USD 2.6892
EUR 3.1431
RUB 3.5648
თბილისი
ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მიმდებარე ქუჩასა და სკვერს იასონ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭა
თარიღი:  1094

სებ-ის ინიციატივითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მიმდებარე ქუჩასა და სკვერს საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭა.

შესაბამისად, უკვე დღეიდან საკასო ცენტრის ახალი მისამართია - თბილისი, იასონ ლორთქიფანიძის ქუჩა #2 (ნაცვლად კახეთის გზატკეცილი #72).

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე, თბილისის საკრებულოს წევრები და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები.

 როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ აღნიშნა,  ეროვნულ ბანკში მოხარულები არიან, რომ იასონ ლორთქიფანიძის ღვაწლის დაფასების შესაძლებლობა მიეცათ.

 „იასონ ლორთქიფანიძეს უდიდესი ღვაწლი აქვს საქართველოს საფინანსო სექტორის განვითარებაში და თანამედროვე საქართველოს ჩამოყალიბებაში და მოხარულები ვართ, რომ დღეს მოგვეცა საშუალება ამ მცირე ნაბიჯით დავაფასოთ მისი ღვაწლი. დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენი თანამოქალაქეებისთვისაც სასიამოვნო სიახლე იქნება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის თქმით, სიმბოლურია, რომ იასონ ლორთქიფანიძის სახელი სწორედ ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მიმდებარე ქუჩას ეწოდა.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა იასონ ლორთქიფანიძის სახელის უკვდავსაყოფად, მიგვეღო აღნიშნული გადაწყვეტილება რათა მისი სახელი შემოვუნახოთ მომავალ თაობებს“,  - აღნიშნა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ.

იასონ ლორთქიფანიძე 1919-1921 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველი. მისი წვლილი განსაკუთრებულია არა მხოლოდ ცენტრალური ბანკის ჩამოყალიბების, არამედ სხვა არაერთ ეროვნულ საქმეში - ის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი; სათავეში ედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას; იყო ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი კომისიის წევრი; მისი თაოსნობით, განჯაში ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ადგილსამყოფელი მოიძიეს. ის ცნობილი ქართველი მწერლის, ნიკო ლორთქიფანიძის უფროსი ძმაა.

შეგახსენებთ, რომ წელსვე თბილისში, ანტონ ფურცელაძის N12-ში, იასონ ლორთქიფანიძის მემორიალური დაფა გაიხსნა.

საზოგადოება
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის