USD 2.7438
EUR 3.1924
RUB 3.4831
თბილისი
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე - რატომ გაძვირდა ზეთი
თარიღი:  977

საქსტატის მონაცემებით, ზეთი და სხვა ცხიმები არის პროდუქტი, რომელიც უკანაკსნელი პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძვირდა. თებერვლის ინფლაციის დეტალური ანგარიშის თანახმად, მცენარეული ზეთის ფასი წლიურ ჭრილში 62%-ით არის გაზრდილი. უკანასკნელი კვირების განმავლობაში არაერთ სავაჭრო პუნქტში ამ საქონლის ღირებულება კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, რასთან დაკავშირებითაც მომხმარებლები სოციალურ ქსელებში უკმაყოფილებას გამოთქვამენ. დღეს გამართულ ონლაინ-სესიაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ მცენარეული ზეთის ფასის ზრდას იწვევს, როგორც ლარის გაუფასურება, ასევე ამ სასაქონლო ჯგუფზე საერთაშორისო ფასების ზრდა.

"ამ დღეებში ძალიან აქტუალურია და სოციალურ ქსელშიც ბევრჯერ ვნახე, სურათის დაპოსტვა ხდება, სადაც მცენარეული ზეთის ფოტოებია, რომ ფასი მომატებულია მასზე და არის 8 ლარი. რა თქმა უნდა, ეს კარგი არაა და სხვადახვა მიზეზითაა გამოწვეული. მისი მიზეზია ლარის გაუფასურება, ასევე მიზეზია ამ პროდუქტზე საერთაშორისო ფასების გაზრდაც, რაც პანდემიამ გამოიწვია“,- აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

საქსტატის თანახმად, წლიურ ჭრილში 18%-ით არის გაძვირებული მარგარინის ღირებულება, კარაქის საფასური კი წლიურად 11%-ით არის გაზრდილი. მთლიანობაში სურსათის ღირებულება წლიურ ჭრილში 6.2%-ით არის გაზრდილი

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის