USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
თბილისი
ეროვნული არქივი საქართველოს პირველი საეკლესიო კრების მონაწილეების ფოტოს აქვეყნებს
თარიღი:  870

1917 წლის 12 (25) მარტს, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში შეკრებილმა ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო საეკლესიო კრებაზე აღადგინა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია და კვლავ შემოიღო საპატრიარქო მმართველობა.

ფოტოზე: საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ გამართული სრულიად საქართველოს პირველი საეკლესიო კრების მონაწილენი.

პირველ რიგში, მარცხნიდან მეოთხე: დეკანოზი ე. ვეფხვაძე. 

მეორე რიგში, მარცხნიდან მეორე: მღვდელი ზოსიმე ნემსიწვერიძე; მეოთხე: მღვდელი გიორგი კალანდარიშვილი; მეხუთე: დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე, მეექვსე: ეპისკოპოსი პიროსი ოქროპირიძე; მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე; მერვე: კათოლოკოს-პატრიარქი კირიონ II; მეცხრე: მიტროპოლიტი ლეონიდე ოქროპირიძე; მეათე: არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია; მეთერთმეტე: არქიმანდრიტი დოსითეოს ბერძენიშვილი; მეთორმეტე: არქიმანდრიტი დიმიტრი; მეცამეტე: არქიმანდრიტი იოანე ქარსელაძე; მეთოთხმეტე: არქიმანდრიტი გერმანე იაშვილი; მეთხუთმეტე: ხუცეს მონაზონი ეპიფანე. 

მესამე რიგში, მარცხნიდან მეხუთე: დეკანოზი იოანე ლუკაშვილი; მეშვიდე: ივანე პურადაშვილი; მეოცე: მღვდელი პ. ებანოიძე. 

მეოთხე რიგში, მაცხნიდან მეშვიდე: დეკანოზი ზაქარია ლუკაშვილი; მეთოთხმეტე: მღვდელი სიკო კახეთელიძე.

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტის ასლი საქართველოს ეროვნულ არქივში, პატრიარქ კირიონ II-ის პირად არქივში ინახება. 

 ამონარიდი აქტიდან:

 „ამიერიდან აღდგენილად ჩაითვალოს საქართველოსა შინა ავტოკეფალური საეკლესიო მართველობაჲ, ხოლო ვიდრე კანონიერად აღირჩეოდეს კათალიკოსი საქართველოჲს ეკლესიისა, მოსაყდრედ მისა დაინიშნოს ყოვლადსამღვდელო ლეონიდე, გურია-სამეგრელოჲს ეპისკოპოსი, და მასთანი განსაგებლად ეკლესიისა, დაწესდეს მართველობაჲ საქართველოის ეკლესიისაი, სასულიეროთა და საეროთა პირთაგან შემდგარი“.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის