USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
თბილისი
«Berliner Zeitung» (გერმანია): „აბრეშუმის გზის“ კონფერენცია თბილისში: საქართველომ ევროპაში თავისი ადგილი დაიმსახურა“
თარიღი:  

გერმანულ გაზეთ „ბერლინერ ცაიტუნგში“ (Berliner Zeitung) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „აბრეშუმის გზის“ კონფერენცია თბილისში: საქართველომ ევროპაში თავისი ადგილი დაიმსახურა“ (ავტორი - ნიკოლას ბუტილინი). მასალაში განხილულია საქართველოს საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში, რუსეთთან და ჩინეთთან მიმართებით, განსაკუთრებით აღნიშნულია თბილისის როლი ახალი „აბრეშუმის დიდი გზის“ განხორციელებაში.

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრის ოქროთი და ვერცხლით შემკულ დარბაზში საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა: ღონისძიების წამყვანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იცის, რომ იგი პრეზიდიუმის ცენტრში უნდა დაჯდეს, როგორც შუამავალი. მისი ადგილის მარცხნივ არის წარწერა „ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი“, მარცხნივ კი „ალი ასადოვი, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი“. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტი აქაც, თბილისშიც იგრძნობა“, - ნატქვამია სტატიის დასაწყისში.

საქართველოს დედაქალაქში „აბრეშუმის გზის“ სამიტი მიმდინარეობს. ერევნიდან და ბაქოდან პოზიტიური სიგნალები უკვე მიღებულია: დაპირისპირებული მხარეები კონფრონტაციის განმუხტვას ცდილობენ და წლის ბოლომდე ზავის დასადებად ემზადებინ. სომეხი დიპლომატები თურქეთთან საზღვრის გახსნასაც ელოდებიან.

საქართველო - ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის?

თბილისში „აბრეშუმის გზის“ სამიტი უკვე მეოთხედ იმართება და ის, რასაკვირველია, მთიანი ყარაბაღის ომს არ ეძღვნება, მაგრამ იძულებულია რიგ საკითხებზე იმსჯელოს, რომლებიც რეგიონში ომის დასრულების პერსპექტივას უკავშირდება. სამხრეთ კავკასიამ „შუალედური დერეფნის“ როლი უნდა შეასრულოს. სამიტს დაახლოებით 2 ათასამდე დელეგატი ესწრება სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან და არაბული სახელმწიფოებიდან.

უკრაინის ომმა მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი ცვლილებების გამოიწვია, მათ შორის, რა თქმა უნდა, კომერციულ სტრუქტურებშიც. დასავლეთმა რუსეთი იზოლაციაში მოაქცია უკრაინაზე თავდასხმის დროიდან. საქართველოს და აზერბაიჯანს რუსეთთან ვაჭრობაში წარმოქმნილი ვაკუუმის შევსება სურთ. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, ისტორიულად არსებული „აბრეშუმის დიდი გზა“ საუკუნეების განმავლობაში აღმოსავლეთს და დასავლეთს ერთმანეთთან აკავშირებდა, საქართველო კი ამ გზაზე არსებული ხიდის როლს ასრულებდა“. სხვათა შორის, ქვეყნის პრემიერს ოპოზიცია პრორუსულ კურსსა და კრემლის ერთგულებაში ადანაშაულებს, მაგრამ მას პირიქით, ხიდების გადება სურს: „აღმოსავლურ და დასავლურ კულტურებს შორის, ინოვაციებისა და ცოდნის გავრცელებისათვის“.

კონფერენციის სარეკლამო რგოლი მიუთითებს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი და განსაკუტრებით საქართველო აზიასა და ევროპას შორის ახალ დამაკავშირებელ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს: ამაში იგულისხმება შავი ზღვის ნაპირზე მშენებარე ანაკლიის ნავსადგური, თბილის-ბათუმის სუპერთანამედროვე ავტომაგისტრალი, სამი საერთაშორისო აეროპორტი ქვეყნის ტერიტორიაზე, ტრანსკავკასიური რკინიგზა და ა.შ. ამ ყველაფერმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს გადაქცევას ახალ ტურისტულ ცენტრად - სტამბოლის ან დუბაის მსგავსად.

საქარტველოს ევროკავშირის წევრობაც სურს. სხვათა შორის, „აბრეშუმის გზის“ ფორუმი ისეთ ქვეყანაში მიმდინარეობს, რომლის მოსახლეობის უმრავლესობას პროევროპული განწყობა აქვს, მაგრამ ფორუმზე ევროკავშირის წარმომადგენლები თითქმის არავინ არ ჩანს. მხოლოდ რუმინეთის ყოფილი ელჩი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიარტო, მაგრამ ევროკავშირის მარალჩინოსნები ტრიბუნაზე რატომღაც არ იქნებიან.

საქართველო ევროკავშირში: გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა

თბილისისათვის ევროკავშირში გაწევრიანება აქტუალური რჩება. წლის ბოლომდე სამხრეთკავკასიური ქვეყნისათვის უნდა გადაწყდეს - მიიღებს თუ არა წევრობის კანდიდატს სტატუსს.

„საქართველოსთვის ევროპული ერების ოჯახში მიღება ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო“, - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი, - ამ მიმართულებით უკვე ბევრი რამ გაკეთდა - ხელი მოეწერასოცირების სეთანხმებას, მოქმედებს უვიზო რეჟიმი...“. რასაკვირველია, თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა მაღალ დონზეზე შეაფასა საკუთარი მთავრობის მუშაობა და აღნიშნა, რომ საქართველო „საერთაშორისო არასტაბილურობის“ დროს „სტაბილურ ადგილს“ წარმოადგენს. თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% - სეპარატისტული რეგიონები აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ - რუსეთის ჯარების მიერ არის ოკუპირებული, 2008 წლის ომის შედეგად.

„და მაინც, საქართველომ ევროპაში თავისი ადგილი დაიმსახურა. ოთხმილიონიანი ქვეყნისათვის ევროპული პერსპექტივა უმაღლეს გეოპოლიტიკურ პრიორიტეტს წარმოადგენს“, - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. იგი პოზიტიურად არის განწყობილი და იმედოვნებს, რომ ბრიუსელი არჩევანს საქართველოს სასარგებლოდ გააკეთებს.

წყარო: https://www.berliner-zeitung.de/politik-gesellschaft/seidenstrassen-konferenz-in-tiflis-georgien-hat-seinen-platz-in-europa-verdient-li.2151065

 

თბილისი
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 18 სექტემბერს?

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის  გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის,  მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.