USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
«Berliner Zeitung» : ომის შეწყვეტა სამშვიდობო მოლაპარაკების გზით: კანონიერი თავდაცვა და სამართლიანი მშვიდობისაკენ სწრაფვა ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებიან
თარიღი:  722

გერმანიის პოპულარულმა გაზეთმა „ბერლინერ ცაიტუნგმა“ (Berliner Zeitung) გამოაქვეყნა ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორების - პიტერ ბრანდტის (კანცლერ ვილი ბრანდტის შვილის), ჰაიო ფუნკის, ჰერალდ კუატისა და ჰორსტ ტალჩიკის სტატია სათაურით „ომის შეწყვეტა სამშვიდობო მოლაპარაკების გზით: კანონიერი თავდაცვა და სამართლიანი მშვიდობისაკენ სწრაფვა ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებიან“. მასში შეფასებულია უკრაინის ომის ფრონტებზე შექმნილი სიტუაცია და განხილულია საკითხები სამშვიდობო მოლაპარაკების გზების ძიებასთან დაკავშირებით. ავტორები მხარეებს სამშვიდობო გეგმას სთავაზობენ.

გავეცნოთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

თუ უკრაინის კონფლიქტი გაგრძელდება, კიევი მასში გამარჯვებას ვერ შეძლებს, სამაგიეროდ, მოიმატებს რუსეთ-დასავლეთის პირდაპირი კონფრონტაციის ალბათობა. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ისეთი სამშვიდობო გეგმის პროექტის შემუშავება, რომლის ძირითადი დებულებები ორივე მხარისთვის მისაღები იქნება. მაგრამ როგორ უნდა მივიყვანოთ ერთმანეთთან მებრძოლ სახელმწიფოთა წარმომადგენლები მოლაპარაკების მაგიდამდე?

უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვით ბრძოლას (ომს) აწარმოებს, მაგრამ ეს გარემოება არ ათავისუფლებს კიევს და მის მდასავლელ მოკავშირეებს იმ მოვალეობისაგან, რომ მათ თავშეკავება გამოავლინონ და კონფლიქტი არ გაღრრმავონ, არ შეეცადნონ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას და არ დაიწყონ მცდელობა ომის პოლიტიკური დარეგულირებისათვის, სამართლიანი და მტკიცე მშვიდობის საფუძველზე. ჭეშმარიტებაა ის, რომ დიპლომატიური ძალისხმევა სწორედ ომის დროს არის აუცილებელი მის შესაწყვეტად.

ომით ორივე მხარე უკვე დიდად დაზარალდა, განსაკუთრებით უკრაინა. განუზომელია ადამიანთა დანაკარგი, ეკონომიკის ნგრევა. და რაც უფრო მეტ ხანს გაგრძელდება საომარი მოქმედებები, მით უფრო მეტი ზიანი მიადგება როგორც უშუალოდ მოწინააღმდეგეებს, ასევე გარკვეულწილად, მათ მოკავშირეებსაც და მით უფრო რთული იქნება მეომარ მხარეთა მოლაპარაკების შესაძლებლობა.

აშკარად ჩანს, რომ უკრაინას რუსეთზე გამარჯვება არ შეუძლია, თუნდაც დასავლელი მოკავშირეების დახმარებით. უფრო მეტიც - არსებობს კონფლიქტის გადაზრდის საფრთხე რუსეთისა და ნატოს ომად, რაც ბირთვულ დაპირისპირებას რეალურს ხდის. ცხადია, რომ ეს არცერთ მხარეს არ უნდა.

ამჟამად ყველამ - რუსეთმაც, უკრაინამაც, ევროკავშირმაც, აშშ-მაც, გაერომაც და სხვებმაც - თავიანთი ძალისხმევა სამშვიდობო მოლაპარაკებისაკენ უნდა მიმართოს.

უკრაინაში მშვიდობის მიღწევის ეტაპობრივი გეგმა ასე გამოიყურება:

პირველი ეტაპი - ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე წინასწარი თანხმობის მიღება დაპირისპირებული მხარეებისაგან. ცეცხლის შეწყვეტის დრო და ვადები დადგინდება გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ.

მეორე ეტაპი - სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება გაეროს გენმდივნის თავმჯდომარეობით ჟენევაში. ყირიმის [სევატოპოლითურთ] საკითხი განხილული იქნება ორმხრივი მოლაპარაკების საფუძველზე, დიპლომატიური არხების მეშვეობით, 15 წლის განმავლობაში და მისი გადაწყვეტა მოხდება ძალის გამოყენებაზე უარის თქმით, ხოლო ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების სტატუსი შეთანხმდება ექსპერტების მონაწილეობით. თუ მხარეები ამ საკითხში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მაშინ, ჟენევის მოლაპარაკების დროს მიღებულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან ორი წლის შემდეგ , გაეროს უმაღლესი კომისრის კონტროლით, უკრაინაში ჩატარდება რეფერენდუმი აღნიშნული ტერიტორიების სტატუსის განსაზღვრის მიზნით. უკრაინა ხდება ევროკავშირის წევრი, მაგრამ უარს იტყვის ნატოში ან რომელიმე სხვა სამხედრო ალიანსში შესვლაზე.

მესამე ეტაპი - უკრაინის ინტეგრირება ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ კიევის გეოსტრატეგიულმა მდებარეობამ მეტად აღარ შეასრულოს რაიმე როლი რუსეთისა და აშშ-ის გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში.

წყარო: https://www.berliner-zeitung.de/politik-gesellschaft/ending-the-war-by-a-negotiated-peace-li.417902#_edn5

 

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის