USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ერდოგანმა დაამტკიცა პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელიც ფინეთს ნატო-ში გაწევრიანების უფლებას აძლევს
თარიღი:  483

თურქეთის პარლამენტის შემდეგ ფინეთის ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაამტკიცა. თურქეთის პარლამენტმა ფინეთის ნატოში გაწევრიანების დოკუმენტის რატიფიცირება 31 მარტს მოახდინა.

შესაბამისი კანონი ფინეთს ნატოში გაწევრიანების უფლებას აძლევს. ბოლო ფორმალური ნაბიჯი, რომლითაც დასრულდება რატიფიცირების პროცედურა, იქნება დოკუმენტების ვაშინგტონში გაგზავნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინეთი ნატოს წევრი უახლოეს დღეებში ოფიციალურად გახდება.

რაც შეეხება შვედეთს, სტოკჰოლმი ნატოში გაწევრიანებისთვის ჯერ კიდევ ელოდება თურქეთისა და უნგრეთის თანხმობას.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის