USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Tbilisi
ერდოგანმა ავსტრიის მთავრობა დაწყევლა
Date:  1196

”მე ვწყევლი ავსტრიის მთავრობას, რომელმაც ისრაელის დროშა კანცლერის ადმინისტრაციის შენობაზე ჩამოკიდა. თქვენს სახელმწიფო შენობაზე ტერორისტული სახელმწიფოს დროშის აღმართვა ტერორთან გაიგივებას ნიშნავს. როგორც ჩანს, ავსტრია ცდილობს აიძულოს მუსულმანები მის მიერ ჩადენილი ებრაელების გენოციდის სამაგიერო გადაახდევინოს ”- განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ავსტრიის პრემიერის გადაწყვეტილება სახელმწიფო შენობებზე ისრაელის დროშის გამოფენასთან დაკავშირებით მკვეთრად გააკრიტიკა. ერდოღანის თქმით, ავსტრიის ხელისუფლებამ, ამ ქმედებით, თავი ტერორთან გააიგივა.

ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა სახელმწიფო შენობებზე ისრაელის დროშის აღმართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 14 მაისს Twitter-ის გვერდზე დაწერა. 

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way