USD 2.8082
EUR 2.9174
RUB 2.7198
თბილისი
«Der Standard» (ავსტრია): „მოხდება თუ არა რევოლუცია საქართველოში. როგორი იქნება ქვეყანა, თუ მთავრობასაპროტესტო გამოსვლებს ჩაახშობს“
თარიღი:  127

„ავტოკრატულ სახელმწიფოების მმართველებისათვის აუცილებელი არ არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ისინი, როგორც წესი, თვითონ წყვეტენ, თუ რა არის სწორი და რა არის, თავიანთი ვიწროპოლიტიკური ხედვით. კრიზისულ სიტუაციებში მათ იმედი აქვთ, რომ წესრიგს არასამხედრო სპეცრაზმების მეშვეობით დაამყარებენ. ასე ხდება, მაგალითად, ირანში, სადაც ამ მიზნით „ისლამური რევოლუციის გუშაგები“ გამოიყენებიან და რომლებიც „სახელმწიფოს მტრებზე“ თავდასხმებს აწყობენ. ასე ხდება ბელარუსშიც, სადაც ხელისუფლებას  სპეციალურად ჰყავს შექმნილი დაქირავებულთა რაზმები - ე.წ. „თავზეხელაღებულები“ წვრილი კრიმინალური ელემენტების სახით. ასე ხდება საქართველოშიც, სადაც სახელმწიფო იყენებს შავფორმიან ადამიანებს, ნიღბებში, რომლებიც მსხვერპლს - საპროტესტო აქციის მონაწილეებს - ჯერ დაიჭერენ, შემდეგ სცემენ, თანაც სისტემატურად და დაუზოგავად“, - ნათქვამია ავსტრიულ გაზეთ „სტანდარდში“ (Der Standard) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „მოხდება თუ არა რევოლუცია საქართველოში?“ (ავტორი - ფლორიან მულფრიდი, თბილისის ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი).

პუბლიკაციაში გადმოცემულ-განხილულია თბილისში მიმდინარე სახალხო გამოსვლები, რომლებიც მმართველი პარტიის მთავრობის საგარეოპოლიტიკურმა კურსმა - „ქართული ოცნების“ ანტიევროპულმა და პრორუსულმა გადახრებმა“ გამოიწვია.

„ფაქტიურად, მთავრობა არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას, რომელიც ქვეყნის დასავლურ-ევროპული კურსისადმი ერთგულებაა დაფიქსირებული. ეს არის მოსახლეობის ფართო მასების სურვილის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რომელიც ადამიანებს მომავლს ართმევს - უკეთეს განათლებას, უკეთეს სამსახურს, უზღუდავს დემოკრატიას და რუსეთისაგან დაცვის შესაძლებლობას. მთავრობა ღიად გამოხატავს ანტიევროპულ იდეებს. პატარა პოსტსაბჭოთა ქვეყნისათვის ასეთი პოლიტიკა ყოველთვის პრორუსული კურსის გატარებას ნიშნავს“, - წერს პროფესორი ფლორიან მულფრიდი ავსტრიულ გაზეთში.

„საქართველოში ამჟამად ნამდვილი სისტემური კრიზისის მოწმენი ვართ: ერთი მხრივ, არის ავტორიტარული მთავრობა, რომელიც არ მალავს თავის სწრაფვას საზოგადოებრივი ინსტიტუტების დამორჩილების მიზნით და მეორე მხრივ, ვხედავთ პოლიტიკური ოპოზიციის სისუსტეს, რომელიც თავის არაკომპეტენტურობას და დაქსაქსულობას პათოსით და ემოციური მოქმედებით ნიღბავს და რომელსაც არც დღის წესრიგი აქვს და არც მთელი მოსახლეობის ნდობა“, - აღნიშნულია სტატიაში.

„შეიძლება ზუსტად განვსაზღვროთ, თუ როგორი სახელმწიფო გახდება საქართველო, თუ მთავრობა საპროტესტო დემონსტრაციებს მთლიანად ჩაახშობს. საქართველო ვლადიმერ პუტინის რუსეთს დაემსგავსება. სწორედ ეს არ სურს მოსახლეობას, რომელიც ხელისუფლების მსახურ პოლიციას აქტიურ წინააღმდეგობას უწევს. ქართული რეჟიმის ხისტი ხასიათი სულ უფრო აშკარა ხდება“, - ხაზგასმულია პუბლიკაციაში.

ავტორი მიუთითებს საყურადღებო გარემოებაზე: „პროტესტი თანდათან ფართოვდება, მასში მონაწილეობენ მოსახლეობის სხვადასხვა ფენები, ხელოვნების მუშაკები, საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომლები მკაფიოდ აცხადებენ, რომ ისინი ემიჯნებიან მთავრობის ანტიდასავლურ-ანტიევროპულ კურსს. ეს საკმაოდ მტკიცე პოზიციის გამოხატვაა: მათთვის უკანდასახევი გზა აღარ რჩება - იციან, რომ თუ დღევანდელი მთავრობა ხელისუფლებაში დარჩება, ისინი სამსახურის გარეშე დარჩებიან, მაგრამ თავიანთ რწმენას არ ღალატობენ“.

„დაძაბულობის პიკმა შეიძლება მიმდინარე წლის ბოლოს მიაღწიოს, როცა ძალაში შედის ახლადარჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის უფლებამოსილება. ოპოზიცია თვლის, რომ იგი არალეგიტიმურმა პარლამენტმა აირჩია და ამიტომ მისი პრეზიდენტობა უკანონოა. ასევეთივე თვალსაზრისი აქვს ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც, რომელსაც თავისი უფლებამოსილების ვადა დეკემბრის ბოლოს უთავდება და აცხადებს, რომ ერთადერთი ლეგიტიმური თანამდებობის პირი სწორედ ის არის. საპროტესტო აქციების მონაწილეები და მათი მხარდამჭერები დახმარებას დასავლეთისგან, ევროკავშირისაგან ელოდებიან, მათ სურთ, რომ ბრიუსელის მტკიცე ნება და მოქმედება დაინახონ. ისინი თვლიან, რომ დასავლეთი და კერძოდ, ევროპა თავისი ფასეულებების დაცვაზე სადღაც ჰინდუყუშში (იგულისხმება ავღანეთი - რედ.) კი არ უნდა ზრუნავდეს, არამედ კავკასიაში“, - აღნიშნავს ავტორი სტატიის დასასრულს.

წყარო: https://www.derstandard.at/story/3000000249493/kommen-es-zu-einer-revolution-in-georgien?ref=rss

 

გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.