USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
თბილისი
«Der Tagesspiegel» (გერმანია): „უკრაინა - ევროკავშირის წევრი: ბრიუსელი ცრუ იმედებს ნერგავს?“
თარიღი:  505

გერმანულ გაზეთ „ტაგესშპიგელში“ (Der Tagesspiegel) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინა - ევროკავშირის წევრი: ბრიუსელი ცრუ იმედებს ნერგავს?“ (ავტორი - ანა ველერ-შეკი), რომელშიც კომენტირებულია ევროკომისიის მიერ განხილული საკითხი უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის თაობაზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მიმდინარე წლის ბოლომდე ევროპის საბჭოს განზრახული აქვს მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება - უნდა გააგრძელოს თუ არა ბრიუსელმა კიევთან მოლაპარაკება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. უკრაინას ეს გარემოება რაიმე სიკეთეს არ უმზადებს.

2022 წლის 24 თებერვლამდე ის ფაქტი, რომ უკრაინა ახლო მომავალში შეიძლებოდა  ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გამხდარიყო, აბსოლუტურად წარმოუდგენელი ჩანდა. დღეს კი ეს პერსპექტივა უეცრად ხელშესახები გახდა. ევროკავშირელი ჩინოვნიკების თქმით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა, რომლის მიზანს, კრემლის გათვლით, უკრაინის ევროპისაგან ჩამოცილება წარმოადგენდა, პირიქით - უკრაინა და ევროკავშირის ერთმანეთს დაუახლოვა. რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ ოთხი თვეც არ იყო გასული, რომ უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო.

უკრაინის მოსახლეობის 90%, ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. შედარებითვის: ათი წლის წინათ, მაიდნის დაწყების მომენტისათვის, ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა რაოდენობა მთელი მოსახლეობის მხოლოდ 50%-ს შეადგენდა.

დეკემბერი: გაურკვევლობის მომენტი

დეკემბერში ევროპის კავშირმა უნდა გადაწყვიტოს, დაიწყება თუ არა ოფიციალური მოლაპარაკება უკრაინის სრულუფლებიან წევრად მიღების თაობაზე. რუსეთის მოქმედების გათვალისწინებით, რომელიც ტერიტორიული ექსპანსიისაკენ არის მიმართული, ალბათ, აუცილებელია კრემლს სიგნალი გაეგზავნოს, რომ ამიერიდან უკრაინა მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპასთან. მაგრამ იმავდროულად პრინციპულად მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ უკრაინას რაიმე ფუჭი იმედები არ გაუჩნდეს: იმიტომ, რომ ამჟამად ევროპის კავშირი მზად არ არის უკრაინის მისაღებად და თვითონ კიევისთვისაც ამაზე ფიქრი ნაადრევია.

უკრაინა ამჟამად სისხლისმღვრელი ომის პირობებეში იმყოფება, რომელსაც დასასრული არ უჩანს. ასევე არ მოჩანს ჰორიზონტზე არც მისი გამარჯვების კონტურებიც და მზადყოფნა მოლაპარაკებისათვის, სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად. მიმდინარე მომენტისათვის არავის არ შეუძლია იმის თქმა, თუ როგორი იქნება უკრაინის სახელმწიფო სამომავლოდ, როგორ შეიცვლება მისი პოლიტიკა. ნათელია, რომ კიევი დაკარგავს ტერიტორიების ნაწილს, მაგრამ კონკრეტულად რომელს და რა მოცულობით - ესეც გაურკვეველია. ასევე მწვავედ დგას საკითხი მოსახლეობის დანაკარგების თაობაზე: ყოველდღიურად ომს ასობით ადამიანის სიცოცხლე მიაქვს, მილიონობით უკრაინის მოქალაქე საზღვარგარეთ იმყოფება ლტოლვილის სტატუსით, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სამშობლოში, ალბათ, აღარ დაბრუნდება. გარდა ამისა, უკრაინის ეკონომიკა თითქმის მთლიანად არის დანგრეული.

ამიტომაც აუცილებელია დასახული იყოს მხოლოდ რეალური მიზნები და ამოცანები და ისეთი დაპირებები იქნას მიცემული, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში იქნება შესრულებული, სანამ უკრაინა ევროკავშირში მიღებული არ იქნება.

ის ფაქტი, რომ უკრაინამ შეძლო წინააღმდეგობა გაეწია რუსეთის არმიისათვის და მისი წინსვლა შეეჩერებინა, პარალელურად კი გარკვვეული რეფორმებიც გაეტარებინა, მართლაც შთამბეჭდავია. მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ძალიან რთულია. მთავრობა, რომელიც საომარ პირობებში იმყოფება, როცა ომის შედეგზეა დამოკიდებული - არც მეტი, არც ნაკლები - უკრაინის სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნა, არ ექნება იმის დრო და შესაძლებლობა, რომ მთელი ყურადღება გაწევრიანების პროცესზე  გადაიტანოს - ისე, როგორც ეს მშვიდობიან დროს ხდება. გაწევრიანების პროცესმა პრიორიტეტები არ უნდა შეცვალოს: მთავარი კიევისათვის რუსეთისადმი წინააღმდეგობა და უკრაინაში მშვიდობის დამყარება უნდა იყოს.

არავინ მზად არ არის მისაღებად

მაგრამ საქმე მხოლოდ უკრაინაში არ არის - დღეს გაფართოებისათვის თვითონ ევროკავშირიც მზად არ არის. თუ ბრიუსელს საკუთავი თავის სრული პარალიზება და დასუსტება არ სურს, მაშინ შიდა რეფორმების ჩაუტარებლად წევრების რაოდენობა არ გაზარდოს. ევროკავშირის წევრებს შორის დიალოგი ევროპული ინსტიტუციების შიდასტრუქტურული გარდაქმნების მიზნით დიდი ხანია უშედეგოდ ჭიანურდება. დღეს უკრაინის მიღების საკითხმა ამ პროცესს ახალი სტიმული და იმპულსი უნდა მისცეს.

ამჟამად ევროკავშირის წევრ-ქვეყნებისათვის ძნელია გარდაქმნა-რეფორმების ისეთი  კომპრომისული ვარიანტის წარმოდგენა, რომელიც ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ მოთამაშეს აწყობს. არის თუ არა აუცილებელი კონსენსუსის პრინციპის გაუქმება? როგორი სახით უნდა იქნას გადანაწილებული ფუნქციები და უფლება-მოვალეობები ცენტრს - ბრიუსელს - და ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს შორის? აღსანიშნავია, რომ ის საკითხებიც კი, რომებიც თითქოსდა დიდი ხნის არის მოგვარებული დიალოგისა და ხელშეკრულებების დადებით - მაგალითად, ბრიუსელის დავა უნგრეთთან და პოლონეთთან კანონის უზენაესობის შესახებ, ისინიც კი ისევ სადაო და საკამათო ხდებიან.

დიახ, დღეს უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა უნდა ვაჩვენოთ და იმედი უნდა მივცეთ. ბევრი სამართლიანად თვლის, რომ უკრაინელები არამარტო საკუთარი ქვეყნისთვის იბრძვიან, არამედ ევროპის საერთო მომავლისთვისაც. მაგრამ ისევ უნდა გავიმეოროთ: ეს იმედები რეალური მიზნების და ვალდებულებების მტკიცე ფუნდამენტზე უნდა იყვნენ დამყარებული, რომლებიც აუცილებლად უნდა შესრულდეს.

ჩრდ.მაკედონიის მაგალითი: 17-წლიანი კანდიდატობა

არ უნდა განმეორდეს, მაგალითად, ისეთი კანდიდატობის სიტუაცია, როგორი სტატუსიც ჩრდილოეთ მაკედონიას აქვს. ეს ქვეყანა უკვე 17 წელი „მოლოდინის რეჟიმში“ იმყოფება. დასავლეთ ბალკანეთში არსებული სიტუაციის ანალიზი გვაჩვენებს, თუ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ასეთმა ლოდინმა - უკმაყოფილება და უნდობლობა ევროსტრუქტურებისადმი და საერთოდ, ევროპის მიმართ. ევროკავშირისთვის უკრაინის მოსახლეობის განწყობის ცვლილება მიუღებელი უნდა იყოს, თანაც ომის პირობებში.

ევროკავშიის წევრობის პერსპექტივა უკრაინისათვის მნიშვნელოვანი სიგნალია, მაგრამ სანამ ომი მიმდინარეობს, გაწევრიანება არ მოხდება. უპირვლესად ჩვენ კიევს ხელი უნდა შევუწყოთ და ისეთ მდგომარეობამდე მივიყვანოთ, როცა ის რუსეთზე გამარჯვებას შეძლებს. ამისთვის აუცილებელია ევროკავშირის მხრიდან მუდმივი და უწყვეტი დახმარების გაწევა. იმ დროს, როცა აშშ-ში უკრაინისათვის დახმარების საკითხში გარკვეული ყოყმანი და ნეგატიური განწყობები შეინიშნება, მაშინ დახმარება ევროკავშირმა უნდა გაუწიოს - საიმედო და ყოველმხრივი დახმარება. ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაკეთდეს.

წყარო: https://www.tagesspiegel.de

მოამზადა სიმონ კილაძემ

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის