USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
«Der Tagesspiegel» (გერმანია): „ტექნოპროტესტი თბილისში: „ზოგიერთებს მხოლოდ იმიტომ იჭერენ, რომ ისინი ლოზუნგებს სკანდირებდნენ“
дата:  336

„თბილისის ტექნოკლუბი „ბასიანი“ მსგავს კლუბებს შორის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. ამჟამად კლუბის კოლექტივი მხარს უჭერს საპროტესტო აქციებს, რომლებიც „უცხოური აგენტების კანონის“ წინააღმდეგ თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარეობს“, - ნათქვამია გერმანული გაზეთის „ტაგესშპიგელის“ (Der Tagespiegel) პუბლიკაციაში, სათაურით „ტექნოპროტესტი თბილისში: „ზოგიერთებს მხოლოდ იმიტომ იჭერენ, რომ ისინი ლოზუნგებს სკანდირებდნენ“, რომელშიც ჟურნალისტი ნიკოლას პოტერი „ბასიანის“ აქტივისტს გიორგი კიკონიშვილს ესაუბრება.

გთავაზობთ ინტერვიუს ტექსტს შემოკლებით:

- გიორგი, საქართველოში ბევრი ადამიანი უკვე მეორე თვეა ქუჩაში გამოდიან და „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონს აპროტესტებენ, რომელიც პარლამენტმა უკვე მიიღო. რა როლსასრულებს ამ პროტესტებში საკლუბო სცენა?

- საქართველოს მუსიკალური საზოგადოება, ყველა საკლუბო სცენა, განსაკუთრებით ელექტრონული მუსიკის მოყვარულები ხმამაღლა გამოვიდნენ ამ კანონის წინააღმდეგ. პროტესტში ყველა კლუბი, ბარი, ფესტივალი, საკონცერტო დარბაზი და არტისტთა კოლექტივი მონაწილეობს: რამდენიმე დღის წინ ჩვენ გამოვაქვეყნეთ ერთობლივი განცხადება, რომელშიც მთავრობის მოქმედება გავაკრიტიკეთ. ამ მხრივ ჩვენი კლუბი აქტიურ როლს ასრულებს და ახალგაზრდების მობილიზებას ახდენს. ასე იყო გასულ წელსაც, როცა მთავრობამ „აგენტების კანონის“ პირველი ინიცირება განახორციელა - ახალგაზრდები ქუცაში ერთმანეთს ცნობდნენ, ვისაც ვისთან ოდესმე საცეკვაო სცენაზე უცეკვია

- „ბასიანმა“ Instagram-ში ჩაწერა, რომ კლუბის გუნდის რამდენიმე წევრი პოლიციამ დააპატიმრაო. რის საფუძველზე?

- ამჟამად ყველა გათავისუფლებულია, მაგრამ სულ უფრო აშკარა ხდება, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობას არ ადარდებს, კანონიერია თუ არა დემონსტრატნტების დაკავება. ზოგიერთებს მხოლოდ იმიტომ იჭერენ, რომ ისინი ლოზუნგებს სკანდირებდნენ. ეს ნამდვილად თვითნებობაა.

- „აგენტების კანონის“ მიზანი, როგორც ცნობილია, არის ის, რომ საქართველოში თავიდან იქნას აცილებული „საზღვარგარეთის გავლენა“ და ეხება პირველ რიგში იმ მასმედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს., რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. რატომ არის ამ კანონის კატეგორიულად წინააღმდეგი კლუბი „ბასიანი“?

- ეს კანონი გამოგონილი და შექმნილია რუსეთში და ახლა რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ვრცელდება. მისი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ პირი აუკრან და ბაგე დაუხშონ ხელისუფლების კრიტიკოსებს. ამრიგად, „ქართული ოცნების“ მთავრობა ცდილობს ქვეყანაში რუსული ავტორიტარული რეჟიმი დაამყაროს. ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენც გვეხება, განსაკუთრებით საკლუბო სცენას.

- „ბასიანი“ [ქართულ] ჰომოფობიურ საზოგადოებაში ჰომოსექსუალისტების მიმართ მეგობრულადაა განწყობილი. როგორ მუშაობთ ასეთ სიტუაციაში?

- „ბასიანი“ 2014 წელს გაიხსნა და მას შემდეგ კლუბს მაღალი საერთაშორისო რეპუტაცია აქვს. „ბასიანის“ თავდაპირველ მიზნებ საზოგადოების სოციალურ-კულტურული ცვლილება წარმოადგენდა. ჩვენი სამი მთავარი ფასეულობა: თანასწორობა, თავისუფლება, სოლიდარობა. რაც დრო გადიოდა, კლუბი მრავალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობების ბაზა ხდებოდა, პირველ რიგში „ქვიარ“-ის, ფემინისტებისა და „მწვანეთა“ მოძრაობებისათვის. ჩვენს მიზნებში შედის აგრეთვე თანამოაზრეთა გაერთიანების ჩამოყალიბება, რომელშიც თავს მოიყრიდნენ სხვადასხვა სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ფენებიდან გამოსული ადამიანები. „ბასიანში“ ჰომოფობები გეებს ხვდებიან და მათთან მეგობრობენ.

საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჰომოფობური იმიჯი აქვს.  ჰომობოფია განსაკუთრებით ბოლო წლებში გაძლიერდა, თუმცა საზოგადოებაში რაღაც-რაღაცეები იცვლება. სხვათა შორის, ყოველ შაბათ-კვირას თბილისში რამდენიმე „ქვიარ-საღამო“ ტარდება, რომლებშიც ათასობით სტუმარი მონაწილეობს. დღეს თითქმის ნახევარი საქართველო თვლის, რომ „ლგბტ“-პირებს საჯარო დემონსტრაციების უფლება აქვთ. ხუთი ან ათი წლის წინათ მხარდაჭერა ბევრად ნაკლები იყო.

- მარტში მთავრობამ „ლგბტ“-საზოგადოების შესახებ კანონი მიიღო. „ბასიანმა“ ეს გადაწყვეტილებაც გააკრიტიკა...

- სხვათა შორის, ეს კანონიც ჯერ რუსეთში მიიღეს. საქართველოს კონსერვატიული მთავრობა ჰომოფობიურ პოლიტიკას შიშის ჩასანერგავად იყენებს, ანუ ყველაფერის ასლს კრემლისაგან იღებს და მოსკოვის არგუმენტებით სარგებლობს.

- საერთაშორისო მასმედიის ცნობით, კლუბი „ბასიანი“ რუსეთის მოქალაქეებისათვის დახურულია. ეს სიმართლეა?

- არა, ეს არასწორია. უკრაინაში 2022 წლის თებერვალში რუსეთის ჯარის შეჭრის შემდეგ, სულ რაღაც რამდენიმე დღეში, ათეულ ათასობით რუსი მოქალაქე საქართველოში გამოიქცა. თბილისი რუსებით იყო სავსე, მათ შორის - კლუბებიც. ყველაფერზე გრძელი რიგები დადგა. ჩვენ არ გვინდა, რომ სტუმრებმა ჩვენი კლუბის სახით მხოლოდ გასართობი ადგილი და რაიმე ღირსსესანიშნაობა დაინახონ, მათ ჩვენი ფასეულობები და მუსიკისადმი ჩვენი სიყვარული უნდა გაიზიარონ. არავის უარყოფა არ მომხდარა მხოლოდ იმიტომ, რომ ის რუსი ეროვნებისაა.

- ბევრ უკრაინელ ახალგაზრდა მამაკაცს ამჟამად ქვეყნის გარეთ გასვლა ეკრძალება, ისინი არმიაში გაწვევას და ფრონტზე გაგზავნას ელოდებიან. რა გრძნობას იწვევს თქვენში ის ფაქტი, რომ საქართველოში ბევრი რუსი ჩამოდის და დროს ატარებს?

- რა თქმა უნდა, ეს არასასიამოვნო გრძნობას იწვევს.

- რას იტყვით ნარკოტიკებთან დაკავშირებით? 2018 წელს საქართველოში კანაფისის მოხმარების დეკრიმინალიზება მოხდა. ხდება თუ არა მკაცრი ნარკოპოლიტიკის გადაფასება შერბილების მიმართულებით?

- რაც შეეხება სხვა ნარკოტიკებს, მართალია, მათ მიმართ სამართლებრივი მიდგომები არ შერბილებულა, მაგრამ საზოგადოების ხედვა უკვე შეიცვალა. დღეს უკვე იმდენს აღარ იჭერენ, როგორც ადრე, თუმცა [პოლიციას] ნარკოტიკის გამოყენება ვინმეს დაჭერის გამართლებისთვის ისევ შეუძლია და როცა სურთ, ამით მაშინ ისარგებლებენ.

- 2018 წელს „ბასიანში“ სამართალდამცველების მასშტაბური რეიდი ჩატარდა - კბილებამდე შეიარაღებული პოლიციელები კლუბში შეიჭრნენ და 60 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, კლუბის დამფუძნებლებიც. ოფიციალური ვერსია: აბსოლუტური შეუწყნარებლობა ნარკოტიკების მიმართ. მოხდა თუ არა მას შემდეგ მსგავსი მოვლენები ან ჩხრეკები თუ ჩატარდა?

- ჯერ-ჯერობით არა, მაგრამ „აგენტების შესახებ კანონის“ მიღებით საქართველოში ავტორიტარულ რეჟიმი დამყარდა. კლუბები ნებისმიერ შემთხვევაში შემდეგი სამიზნე გახდება - იმიტომ, რომ კლუბები ჩვენი საზოგადოებისათვის თავისუფლების სივრცედ რჩებიან, სადაც ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან და მათი პოლიტიზება ხდება. ასე რომ, თუ ვინმეს კრიტიკის ჩახშობა სურს, ახლა უკვე ის კლუბებიდან დაიწყებს. 

წყარო: https://www.tagesspiegel.de/kultur/techno-und-protest-in-tiflis-die-clubs-mobilieren-viele-junge-menschen-11748521.html

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати