ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულმა ექსპერტმა, დავით თუშიშვილი, ტვ "პირველთან" ინტერვიუში აცხადებს, ცდილობენ "ყველაფერი მათ შეტენონ", არადა ისინი არაფერ შუაში არ არიან.
"ამათმა ლაბორატორიასაც რომ დაარტყას, გამოდის, რომ მერიას ერთი უსაქმურების ბანდა ჰყავდა სამსახურად. იგივე კალაძეზე დარტყმაა, მიხვდი რაშია საქმე?! იმაზე არ უნდათ დაარტყან და აბა ვინ იქნება განტევების ვაცი, აბა გამოიცანი?! ხელშეკრულება, რომელიც აქვს მერიას და "გრინ სერვისს" იქ პირდაპირ წერია, რომ ტექნიკური ზედამხედველობა უნდა გაეწია ამ სამუშაოებზე მერიის ბაზაზე დაფუძნებულ რაღაც ლაბორატორიას. რეალურად მაგათმა გააკეთეს ეგ ზედამხედველობა. ტექნიკური მდგომარეობა მათ უნდა ჩაეტარებინათ"- აცხადებს დავით თუშიშვილი.
მისივე თქმით, მას ევალებოდა მხოლოდ შადრევნის პროექტის ფინანსურ ნაწილზე დასკვნის მომზადება და სხვა არაფერი, ხოლო შადრევნის უსაფრთხოების შემოწმების ვალდებულება მერიის ლაბორატორიას ჰქონდა.
"ჩვენზე უნდათ შემოტენვა, თუმცა რეალურად, ჩვენ არაფერ შუაში ვართ. ჩვენ დაგვავალეს ხარჯთაღრიცხვა, წმინდა ბუღალტერია რაც არის. შესრულებული სამუშაოების მოცულობები შეესაბამებოდა თუ არა რეალობას. ფინანსური ნაწილი შემოწმდა ჩვენს მიერ. ისე გამოჰყავთ ამათ საქმე, რომ თითქოს ჩვენ შევამოწმეთ შადრევნის ტექნიკური მდგომარეობა და მაგაზე გავეცით დასკვნა. შადრევნის ტექნიკური მდგომარეობა, სადენები როგორაა დაერთებული, ელექტრო ნაწილი რაც არის, ფარული სამუშაოს აქტებია. ესენი ჩვენს მიერ არც შემოწმებულა. იქ დასკვნაში ეწერა, რომ დავეყრდენით ფარული სამუშაო აქტებსო. შადრევანი ჩართულიც არ მინახავს'- თქვა დაკავებამდე ექსპერტმა. უდრო მეტიც, ეს დასკვნა არის შუალედური, სამუშაო რომ არ არის დასრულებული. მაგ ხარჯთაღრიცხვით მე რა დოკუმენტაციაც მქონდა, რაზედაცჩვენ ისნპექტირება გავაკეთეთ, ისიც კი არ ირკვეოდა, ეს შადრევნის ნაწილი დასრულებული იყო თუ არა"- აცხადებს ექსპერტი.