USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
ექიმის დღიური: ბეწვის ხიდზე სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის
თარიღი:  1691

პროფესორი ჯონ ვრაითი, მედიცინის დოქტორი და ეპიდემიოლოგი ბრედფორდის კვლევითი ინსტიტუტის ვირუსოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელია. უბრძოლია ქოლერას, ებოლას, ქათმის გრიპის, ღორის გრიპის წინააღმდეგ და საკუთარი თვალით უნახავს ამ ვერაგი ვირუსების შედეგები. დღეს კი ის კოვიდ-19- ით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობს. ექიმი BBC-ს აუდიტორიისათვის აწარმოებს დღიურს და გვიყვება, რა ხდება დახურულ ზონებში.

2 აპრილი, 2020 წელი

სულ რამოდენიმე დღის წინ კლინიკაში  კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტები თითზე ჩამოსათვლელად გვყავდა, საიმედოდ იზოლირებულები პირად პალატებში. დღეისთვის კი 2 უზარმაზარი  „წითელი“ ზონა გვაქვს, შემდეგ რამოდენიმე დღეში კი, ალბათ, კიდევ 2 ასეთი დაგვემატება.

„ეს მხოლოდ ვირუსია“  - ხშირად ვამბობთ ამ ფრაზას და  მას, როგორც ფარს ისე ვიყენებთ. ამ ფრაზით  ვცდილობთ პაციენტების გულებში იმედის ჩასახვას და ჩვენს თვალებში შიშის დამალვას. იმ შიშის, რომ  რეალურად არაფერი არ ვიცით, თუ სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ვირუსმა.

 ხუთშაბათისთვის  უკვე 14 გარდაცვლილი გვყავს.

სწორედ ესაა კოვიდ 19-ის ყველაზე ვერაგი მხარე - სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი. ჩვენ შეგუებულები ვართ იმ ფაქტს, რომ ჩვენს ხელში ხალხი იღუპება, მაგრამ აქამდე შეგვეძლო დამძიმებული პაციენტისთვის დიდი დრო დაგვეთმო, მთელი ღამე მათთან ვყოფილიყავით და ჩვენი გადაწყვეტილებებიც კარგად ნაფიქრი ყოფილიყო. მაგრამ დღეს, დღეს  ელვის სისწრაფით გვიწევს ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, როგორიცაა ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა, პრეპარატების დოზის მაქსიმუმამდე გაზრდა და ისიც, როდის უნდა შევწყვიტოთ მცდელობები - მცდელობები ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. 
  
მაგრამ  ეს ჯერ დასაწყისია. ჩვენ ჯერ არავისთვის გვითქვამს: „იცით, თქვენი სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლა არ შეგვიძლია, რადგან ეს სუნთქვის აპარატი სხვას, უფრო ახალგაზრდას, უფრო ძლიერს ან უფრო მნიშვნელოვანს სჭირდება.“    ყველას გვყავს მშობლებ - ვითარებაში, სადაც ყოველი წამი გადამწყვეტია ჩვენ ვერ შევძლებთ დავადგინოთ ვისი სამედიცინო მაჩვენებლები უკეთესია - თქვენი 80 წლის საყვარელი მამის და თუ სხვა 65 წლის პაციენტის, შეიძლება სწრაფად მიღებული  გადაწყვეტილებით დიდი უსამართლობა დავუშვათ. ამაზე ფიქრი არ მასვენებს.

კოვიდს კიდევ ერთი ვერაგი მხარე აქვს, გარდა იმისა რომ კლავს, კლავს მარტოობაში. ცხადია, არავის შეუძლია დაინფიცირებული პაციენტის მონახულება.   ყოველდღიურად ვუყურებთ პაციენტის ოჯახის წევრებს, რომლებსაც არ შეუძლიათ თავიანი საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა და მათი დახმარება ყველაზე საჭირო მომენტში. მათი უმრავლესობა სახლში მაინც არ მიდის, ღამეს ათენებენ მანქანებში საავადმყოფოს ეზოში,  ზოგიერთს პირდაპირ  ძელსკამზე სძინავს. 
ერთადერთი რისი გაკეთებაც ჩვენ მათთვის შეგვიძლია ვიდეოქოლების განხორციელებაა პაციენტის პალატიდან. ამ ეტაპზე  ამას ვახერხებთ და ცოლები ქმრებს, შვილები მამებს, შვილიშვილები ბებია-ბაბუებს ემშვიდობებიან, მაგრამ მას შემდეგ რაც ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება გვეშინია, რომ მომაკვდავებს ამ ელემენტარულ კომფორტსაც კი ვერ შევთავაზებთ.

საავადმყოფოს მომსახურე პერსონალი დათრგუნულია, ხშირად ვხვდები კუთხეში მტირალ მედდებს, ინტერნებს, ექიმებს. რამოდენიმემ გამიმხილა კიდეც, რომ მათი ემოციური ფონი უკვე ვეღარ უძლებს და სახლებში სრულიად უღონოდ და დასტრესილები მიდიან. რა გასაკვირია, 24-36 საათიანი უძილობა, სრულიად გიჟური გრაფიკი და სიტუაციის უკონტროლობა  მათზე დადებითად რომ ვერ მოქმედებს.

მეგობრებო დღეს ყველაფერი შეიცვალა და რაც ყველაზე მთავარია, შეიცვალა ძალიან სწრაფად. ერთადერთი გამოსავალია ჩვენც მაქსიმალურად სწრაფად შევიცვალოთ და გავხდეთ ყველაზე ფრთხილები, დაკვირვებულები და პასუხისმგებლიანები.

 

დოქტორი ჯ. ვრაითი

 

წყარო: bbc.com

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის