USD 2.7300
EUR 3.1695
RUB 3.4422
Tbilisi
ექიმი ნიუ იორკიდან, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
Date:  1386

დღეს ჩვენ მოგიყვებით ნიუ-იორკის ერთ-ერთი წამყვანი ახალგაზრდა ექიმის შესახებ, რომელიც კორონა ვირუსის წინააღმდეგ მისი გავრცელების პირველივე წუთებიდან იბრძოდა  და წარმოუდგენელი სტრესის ნიადაგზე თავი მოიკლა.

მანჰეტენის პრესბეტერიანული საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის დირექტორი -ექიმი ლორნა ბრინი კვირას შარლოტსვილში, ვირჯინიაში გარდაიცვალა, სადაც იგი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.  პოლიციის თქმით, სიკვდილის მიზეზი თვითმიყენებული დაზიანებები  გახდა.

49 წლის ლორნა მამამ, ასევე ექიმმა ფილიპ ბრინმა ნიუ იორკ თაიმსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი საქმისადმი უსაზღვრო სიყვარულმა, პასუხისმგებლობამ და უმწეობის განცდამ შეიწირა.  აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ  არც ლორნა ბრინს და არც მამამისს  არასდროს ჰქონიათ მენტალურ ჯანმრთელობასთან პრობლემები, პირიქით, მათ როგორც უაღრესად სტაბილურ და მოწესრიგებულ ადამიანებს, ისე ახასიათებენ.

ნიუ-იორკი მთელს შეერთებულ შტატებში სიკვდილიანობით პირველ ადგილზეა. ამერიკაში აღრიცხული 56 000 სიკვდილიდან 17 000 ნიუ იორკზე მოდის.

ლორნა ბრინი თავადაც იყო დაავადებული კორონა ვირუსით, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაედო. გამოჯანმრთელების შემდეგ კი იგი სამუშაო ადგილზე ზუსტად კვირანახევარში დაბრუნდა, თუმცა საავადმყოფოს დირექტორმა დაჟინებით მოითხოვა ისევ უკან, ოჯახთან დაბრუნებულიყო და რეაბილიტაციის პროცესი სრულად იქ გაევლო.

ლორნას მამამ ნიუ იორკ თაიმსთან ინტერვიუშე ასევე აღნიშნა, რომ მისი ბოლო საუბარი შვილთან საკმაოდ ემოციური და მძიმე იყო. ლორნა ძალიან განიცდიდა თავისი პაციენტების მდგომარეობას. „მიყვებოდა, თუ როგორ იღუპებოდნენ წარმოუდგენელი რაოდენობის ადამიანები ერთდროულად, ხანდახან ისეც კი, რომ სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოყვანასაც  ვერ ასწრებდნენ. მიყვებოდა როგორ ესაუბრებოდნენ დამძიმებული პაციენტები და თხოვდნენ ბოლოჯერ როგორმე შორიდან მაინც დაენახათ თავიანთი ოჯახის წევრები. ის ნამდვილად წინა ხაზებში იბრძოდა ამ ომში და დამარცხდა. ის გმირია და იმსახურებს გმირად აღიარებას, ისევე როგორც ყველა ექიმი, რომელიც ასე თავგამოდებით იბრძვის პაციენტების სიცოცხლისთვის“

ახლობლებისა და ნაცნობების თქმით, ლორნა ბრინი ჭეშმარიტი ქრისტიანი და უკეთილშობილესი ადამიანი იყო. თავისუფალ დროს სრიალი და სალსას ცეკვა უყვარდა. კვირაში ერთხელ კი მიუხედავად მისი დატვირთული გრაფიკისა მოხუცთა სახლში მუშაობდა მოხალისედ.

ნიუ იორკის პრესბეტირიანულმა ჰოსპიტალმა მომხდართან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გაავრცელა: „ექიმი ლორნა ბრინი ნამდვილი გმირია, მის საქმიანობას ყოველთვის უმაღლესი იდეალები ამოძრავებდა და შესაშური პასუხისმგებლობითა და თანაგრძნობით ეკიდებოდა თითოეულ შემთხვევას.  სასწრაფო დახმარების განყოფილებას იგი წარმოუდგენლად დააკლდება.“

 

ლორნას ასევე გმირად მოიხსენიებს პოლიციის განყოფილების პრეს რელიზი, რომელმაც ექიმის გარდაცვალების შესახებ პირველი ცნობები გაავრცელა. განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ 911-ში ზარი 26 აპრილს განხორციელდა. დოქტორი ბრინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა უკვე გვიანი იყო. 

„ ამ ადამიანებს ყოველდღიურად წარმოუდგენელ სტრესთან უწევთ გამკლავება, ეს ყველაფერი კი მათ  ჯანმრთელობასა და ფსიქიკაზე პირდაპირ აისახება. სამწუხაროდ  ამ არაჩვეულებრივმა ადამიანმა და ექიმმა ვეღარ გაუძლო და ფატალური შედეგი მივიღეთ“.

ექიმი ლორნა ბრინის ხსოვნა მუდამ დარჩება მისი საავადმყოფოს კედლებში და არამარტო, ჩვენ კი, ალბათ, მეტი დაფასება გვმართებს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩვენი სიცოცხლის გადასარჩენად თავს დებს.

 

წყარო: bbc.com

 

 

 

tbilisi
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way