USD 2.6922
EUR 3.1606
RUB 3.4826
თბილისი
ენტონი ფაუჩი - შემიძლია ვივარაუდო, რომ ვაქცინა წლის ბოლოს იქნება მზად
თარიღი:  699

USA Today-ის ცნობით, წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას ფაუჩიმ აღნიშნა, რომ სხვა გადამდები დაავადებების დამარცხებაში გადამწყვეტი როლი სწორედ ვაქცინის შექმნამ ითამაშა.

„მიმდინარეობს რამდენიმე ვაქცინაზე მუშაობა. ეს პროცესი აუცილებლად დასრულდება ეფექტური ვაქცინის შექმნით - საკითხავია, როდის მოხდება ეს. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს იქნება 2020 წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში. ვაქცინის შესაქმნელად კომპანიები რისკზე მიდიან - ეს ნიშნავს არა ვაქცინის ეფექტურობის შემცირებას, არამედ ფინანსური ხარჯების ზრდას, როდესაც მასობრივი წარმოება კლინიკური კვლევების დასრულებამდე იწყება. თუ მათი ვაქცინა წარმატებული აღმოჩნდება, ისინი ძალიან სწრაფად შეძლებენ დიდი რაოდენობის ვაქცინების გაყიდვას, თუმცა თუ ვაქცინა არაეფექტური იქნება, კომპანიები დიდ ფინანსურ ზარალს ნახავენ“, - განაცხადა ფაუჩიმ

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის