USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
თბილისი
ენტონი ფაუჩი - არ გამოვრიცხავ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ყოველ წელს საჭირო იყოს
თარიღი:  510

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა, გრიპის ვაქცინის მსგავსად, ყოველწლიურად გასაკეთებელი ვაქცინა გახდეს.

„იმედი გვაქვს, შეგვიძლია ეს განსაკუთრებული ეპიდაფეთქება და მთელი მისი განშტოებები მთელს მსოფლიოში ვირუსის სხვადასხვა ვერსიის ციკლური გამეორების გარეშე შევაკავოთ. ასე რომ თქვენ ყოველწლიურად სხვაგვარად უნდა დავუპირისპირდეთ მას,“- აღნიშნა ფაუჩიმ.

მისივე თქმით, სრულიად შესაძლებელია, რომ მეცნიერები უკვე მუშაობდნენ კორონავირუსის უნივერსალურ ვაქცინაზე, რომელიც ვირუსის ყველა ვარიანტს დაუპირისპირდება.

აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, აშშ-ში კორონავირუსის ახალი ვარიანტების სულ მცირე 1 299 შემთხვევაა დადასტურებული. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევების უმეტესობა, ვირუსის B.1.1.7 ვარიანტია, რომელიც პირველად გაერთიანებულ სამეფოში დაფიქსირდა. აღნიშნული ვარიანტი აშშ-ის 41 შტატსა და ვაშინგტონშია გამოვლენილი. ე.წ. სამხრეთ აფრიკული ვარიანტის - B.1.351 - 19 შემთხვევა 9 შტატსა და ვაშინგტონში, „ბრაზილიური ვარიანტის“ - P.1 - 3 შემთხვევა კი 2 შტატშია დაფიქსირებული.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის