USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვს: თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას გადაწყვეტს, მზად ვართ, ერთობლივი და სწრაფი პასუხი გავცეთ ამას, რასაც რუსეთისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება
თარიღი:  701

ჟენევაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოლაპარაკებები დაიწყო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ და ევროპელი პარტნიორები დაინტერესებულნი არიან უკრაინაში სიტუაციის მშვიდობიან დარეგულირებაში, ხოლო ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებების მთავარი მიზანი დეესკალაცია და უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის თავიდან აცილებაა.

„ეს მოლაპარაკებები დეესკალაციისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი აგრესიის პრევენციის მიმდინარე ძალისხმევის ნაწილია. აქ მოსვლამდე კონსულტაციები მქონდა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. კიევში ვიმყოფებოდი ვიზიტით. ესეც ძალისხმევის ნაწილია. მჭიდრო კოორდინაცია გვაქვს ყველა ჩვენს მოკავშირესთან და პარტნიორთან, რომლებიც ჩვენს შეშფოთებას იზიარებენ. ერთნაირად დაინტერესებულნი ვართ დიალოგში, რათა ჩვენი უთანხმოებები გადავწყვიტოთ“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, თუ დიპლომატიური ძალისხმევა შედეგს არ გამოიღებს და რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების განხორციელებას გადაწყვეტს, აშშ და მისი პარტნიორები მზად არიან, ერთობლივი და სწრაფი პასუხი გასცენ, რასაც რუსეთისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით წინადადებებზე პასუხს ელოდება.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის