USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ენტონი ბლინკენი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
თარიღი:  1412

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი ერთმანეთს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

შეხვედრა გაეროში ჩინეთის მისიაში გაიმართა მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა და ევროკავშირმა მიმდინარე კვირაში განაცხადეს, რომ ისინი ღრმად შეშფოთებულნი არიან Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომ რუსეთმა ჩინეთში იარაღის პროგრამა ჩაუშვა, რაც მას საშუალებას მისცემს შორი რადიუსის დისტანციური დრონები აწარმოოს და ომში გამოიყენოს.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის