USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
Remdesivir - ახალი პრეპარატი, რომელმაც შესაძლოა მსოფლიო პანდემიისგან იხსნას?
თარიღი:  2522

Gilead - ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული კვლევითი ინსტიტუტია, რომლის უშუალო მიზანიც ვირუსების, დაავადებების, ახალი პრეპარატებისა და ვაქცინების კვლევაა. 

დენიელ ო’და-მ, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა  განცხადება Ramdesivir-ის შესახებ პირველად მარტის დასაწყისში გააკეთა. მისი თქმით აღნიშნული პრეპარატი ეფექტურად გამოიყენებოდა 2014-2016 წლებში ებოლას აფეთქების დროს, ასევე  წინა წლებში არსებული სხვა ტიპის კორონა ვირუსების წინააღმდეგ, მათ შორის SARS და MERS. შესაბამისად სწორი დამუშავების და ცდების გავლის შემდეგ პრეპარატს დიდი პოტენციალი აქვს კოვიდ-19-თან  ბრძოლაშიც. 

Ramdesivir-ს ყველაზე იმედისმომცემ პრეპარატად მოიხსენიებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში და თავის მხრივ დიდ სახსრებს გამოყოფენ ცდების ჩატარების დასაფინანსებლად.  ასევე ოპტიმისტურადაა განწყობილი  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი - დონალდ ტრამპი.  მისი თქმით, უდიდესი მოლოდინები აქვს და  იმედებით ელოდება  კლინიკური ცდების  დასრულებას.  პირველი კლინიკური ცდა ვუჰანში -ეპიდემიის აფეთქების ეპიცენტრში დაიწყო და მას მალევე 6 განსხვავებული ლოკაცია დაემატა. 

ცხადია კლინიკურ(პაციენტებზე)  ცდამდე პრეპარატმა უსაფრთხოებისა და ეფექტურობის არა ერთი ტესტი გაიარა, ეს ჯერ კიდევ იანვრიდან დაიწყო, როცა ჩინეთმა პირველად აცნობა მსოფლიოს ახალი პანდემიის საშიშროებაზე.


ცდებზე მომუშავე მეცნიერების თქმით პრეპარატს აქვს უნარი  - ადამიანის იმუნური სისტემის ხელოვნური სტიმულირება მოახდინოს, მაგრამ Ramdesivir-ის მუშაობის მთავარი მექანიზმი იმაში მდგომარეობს, რომ იგი აჩერებს კორონავირუსის გენეტიკური კოდის გამრავლებას და ვირუსი ცოცხალ ორგანიზმში სიცოცხლისუნარიანი აღარაა.

"ვუჰანში ახალი შემთხვევების კრიტიკული რაოდენობის გამომჟღავნების შემდეგ, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ლოდინის დრო აღარ იყო" - ამბობს Gilead - ის გენერალური დირექტორი დენიელ ო’და. "ჩინელ კოლეგებთან შეთანხმებით კლინიკური ცდის პირებად ავარჩიეთ ადამიანების კატეგორია, რომლებიც სტანდარტული წესით მკურნალობას უკვე აღარ ექვემდებარებოდნენ, პრაქტიკურად დასაკარგი არაფერი გვქონდა(ჰქონდათ). როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცდებ ჯერ საბოლოოდ დასრულებული არაა და ზუსტი დასკვნა პრეპარატის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ არ გვაქვს, მაგრამ შედეგები უდავოდ იმედისმომცემია.  იმდენად იმედისმომცემიც კი, რომ სასწრაფო წესით დავიწყეთ წარმოების გაფართოება მიწოდების გაზრდის მიზნით.  მოვიზიდეთ ინვესტიციები და ჩვენმა გუნდმა სასწრაფოდ დაიწყო მსხვილი წარმოებისთვის საჭირო მომარაგების ქსელის შექმნა.  ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რა მასშტაბები შეიძლება შეიძინოს პანდემიამ, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ განურჩევლივ ყველას შევთავაზოთ ხსნა და რაც მთავარია, შევთავაზოთ ხელმისაწვდომ ფასად, ამისთვის კი რესურსების სწორი განაწილება აქედანვე უნდა დაგვეწყო.  რაც ყველაზე მთავარია, მიმდინარე 7 ცდაში სტაბილურად ერთმანეთის მსგავსი შედეგები გვაქვს, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ Ramdesivir გენოტიპურად*  განსხვავებულ ყველა კორონავირუსზე ერთნაირად დადებითად მოქმედებს."

      

Ramdesivir-ის შესაძლო ეფექტიანობა შეუმჩნეველი არც ევროპულ ქვეყნებს დარჩენიათ და პირველი კლინიკური ცდის დასრულების შემდეგ  ახალი ცდა საფრანგეთში „საფრანგეთის ნაციონალური ინსტიტუტი“-ის ინიციატივითა და მხარდაჭერით ტარდება ზუსტად იგივე პრინციპით, როგორც ვუჰანში.  „ვიმედოვნებთ, რომ ცდები წარმატებით ჩაივლის და ვაქცინის ეფექტიანობას დავადასტურებთ, თუ საჭიროა დავხვეწავთ და მალევე დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს“ - აცხადებს დოქტორი პიერ დესე.

ამჟამად 6 ინტენსიური კლინიკური ცდა მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნორვეგიაში, საფრანგეთში, ჩინეთსა  და დიდ ბრიტანეთში. მედიკოსები კლინიკური ცდების შედეგებს აპრილის ბოლოსკენ ელოდებიან. 
 

*გენოტიპური განსხვავება - როცა ვირუსი სხვადასხვა საარსებო გარემოში განსხვავებულ სახეს იღებს(ამ შემთხვევაში სხვადასხვა ეროვნების ადამიანებში სხვადასხვანაირად ვლინდება)

 

წყარო: Globalhealthnews.com

  

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის