USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი - ღრმა მწუხარებით ვაკვირდებით საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას გადაუხვიონ ევროპული გზიდან
თარიღი:  520

ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი, ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით, - ამის შესახებ საფრნგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„ჩვენი ქვეყნები საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერი არიან და აქტიურად დაუჭირეს მხარი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ 2023 წლის დეკემბერში. ღრმა მწუხარებით ვაკვირდებით საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას გადაუხვიონ ამ გზიდან ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებით, ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონის მიღებით“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები აცხადებენ, რომ „საქართველოს ევროპული გზა გაწერილია - მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული“.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის