USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
ემანუელ მაკრონი - თუ არსებობს პიროვნება, რომელიც მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება, ის კიევში არ არის, ის მოსკოვშია
თარიღი:  713

თუ არსებობს პიროვნება, რომელიც მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება, ის კიევში არ არის, ის მოსკოვშია, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პორტუგალიურ ტელეარხ RTP-სთან ინტერვიუში.

„უნდა ვიმოქმედოთ უკრაინისთვის ჩვენი დახმარების მიცემით, ვინაიდან საკუთარი ლეგიტიმური ინტერესების დაცვით ის ჩვენი უსაფრთხოების წინ ხაზზეა. და უსაფრთხოების ელემენტები უნდა ავაწყოთ დღეისთვისა და ხვალისთვის უკრაინასა და ევროპაში.

თუმცა არის ერთი რამ, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს იმ დროს, როდესაც დებატებია. თუ ვინმე ეთამაშება მესამე მსოფლიო ომს, ეს ვლადიმირ პუტინია. მან დაიწყო აგრესიული ომი სამი წლის წინ, მან ჩამოიყვანა 10 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი ევროპულ მიწაზე, ის წავიდა ირანული დრონების მისაღებად, ეხმარებოდა ირანს მის ბირთვულ პროგრამაში, რათა ევროპულ მიწაზე გამოეყენებინა.

მან გააღრმავა ჩინეთთან კავშირები, რომლისგანაც ორმაგი დანიშნულების მასალებს იღებს. ასე რომ, თუ არსებობს პიროვნება - სინამდვილეში მისგან ბირთვული იარაღით მუქარები მოგვისმენია - რომელიც მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება, ის კიევში არ არის, ის მოსკოვშია“, - განაცხადა მაკრონმა.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის