USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
Тбилиси
ელენე ღვინეფაძე - იტალიაში, 40 დღე გავატარე მკაცრი კარანიტნის რეჟიმში
дата:  3208

ეს გოგო სასწავლებლად წავიდა იტალიაში, ბარში და იქ მოუსწრო კორონავირუსის პანდემიამ. ის თავის მეგობრებთან ერთად აღმოჩნდა იზოლაციაში. ეს გოგო არქიტექტორია. ამ გოგომ ვისაც გახსოვთ,  თავის დასთან ერთად ყველას გვაჩუქა გია ყანჩელისადმი მიძღვნილი უმშვენიერესი პოსტერი. ამ გოგოს თბილისში ბევრი გულშემატკივარ ყავდა და ბევრი ნერვიულობდა მასზე. ის კი იქედან ამხნევებდა თავის გულშემატკივრებს.  ეს გოგო ელენე ღვინეფაძეა, რომელიც უკვე საქართველოშია და თავის გულისთქმას გვიზიარებს:

„თავს ვალდებულად მივიჩნევ დავწერო პოსტი და მოგიყვეთ ჩემი და ჩემი მეგობრების იტალიიდან საქართველოში დაბრუნების ამბავი მოკლედ ,თავი რომ არ შეგაწყინოთ.

იტალიაში 5 თვით სასწავლებლად წასული აღმოვჩნდი იმ გაუგებრობაშიც რაშიც აღმოჩნდა მთელი მსოფლიო. სწავლა გადავიდა ონლაინ რეჟიმზე, დაიხურა ყველაფერი და 40 დღე გავატარე მკაცრი კარანიტნის რეჟიმში. რამდენად რთული აღმოჩნდა უცხო ქვეყანაში ესეთი რეჟიმით და დაინფიცირების შიშით ცხოვრება ეს ისედაც ცხადია რომ აღარ მოვყვე.

მიზანი რატომ გადავწყვიტე დამეწერა პოსტი არიან ის ადამიანები ვინც ამ პერიოდის განმავლობაში ყურადღებას არ გვაკლებდნენ მე და ჩემს მეგობრებს და ვინც ძალიან დიდი როლი ითამაშა საქართველოში რომ დავბუნებულიყავით. ნამდვილად არ ველოდებოდი და რატმოღაც თავიდან არც მივიჩნევდი აუცილებლად საქართველოს საელჩოს მხრიდან გამოჩენილ ასეთ თანადგომას ყველა საკითხში ( არამარტო ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ ბევრი კიდევ სხვა.) . აშკარად ვგრძნობდი მათ გვერდში დგომას და ეს არა ერთხელ მათივე ინიცატივით მათთან საუბარით დამტკიცდა, რომ აღარაფერი ვთქვა უნივერსიტეტზე რომელმაც ასევე 100%იანი მხარდაჭერა გამოგვიცხადა, ყოველწუთიერ კომუნიკაციაში იყო ჩვენთან და განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან ერთად უდიდესი როლი ითამაშა ჩვენ საქართველოში მშიდობით დაბრუნებაში.

საქართველოს საელჩო იტალიაში Ambasciata di Georgia in Italia
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

კარანტინში რომ ძალიანნ კარგია ეგ უჩემოდაც გექნებათ აქამდე გაგონილი … საქართველოში მსგავსად, გემრიელად ორგანიზებული ამბები ძალიან იშვიათია და ძალიან მახარებს, ფაქტია განვითარებულმა ქვეყნება ისე ვერ გაართვეს ამ ყველაფერს თავი როგორც ჩვენმა სახელმწიფომ. მინდა რომ ყველა რაღაცნაირად ობიექტურები დავრჩეთ და სწორად შევაფასოთ მოვლენები.

საქართველოს მთავრობა

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ჩემი გულწრფელი სამადლობელი სიტყვა მინდა გთხოვოთ რომ დარჩეთ სახლებში, გამოიყენოთ ეს "დიდებული" დრო ერთმანეთისთვის, ფილმებისთვის, წიგნებისთვის და სამუშაოდ. მეტი ჩვენ ამ ეტაპზე არაფერი მოგვეთხოვება.

#დარჩისახლში“

„თბილისი პოსტი“ ძალიან გულშემატკივრობდა ელენეს და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ის უკვე, ჩვენთან, საქართველოშია.

წყარო:https://www.facebook.com/

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати