USD 2.7544
EUR 3.1229
RUB 3.3528
Tbilisi
ეკვადორში შენობების ასაშენებლად გადამუშავებულ კოკაინს იყენებენ
Date:  715
საქმე იმაშია, რომ ბოლო წლებში ამოღებული ნარკოტიკების რაოდენობა, რომელთა შორის კოკაინის წილია უდიდესი, გაორმაგდა 2020 წელთან შედარებით. 2021 წლის მონაცემებით მისი წილი 210 ტონაა. შესაბამისად, ნარკოტიკების უტილიზაცია უფრო რთული საქმე გახდა, რადგან მის განადგურებას არსებული ღუმელები ვეღარ აუდიან. ამიტომ, ეკვადორის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ კოკაინი სამშენებლო მასალებში გამოეყენებინა. ყოველ კვირას ასეულობით პაკეტები მიაქვთ გადამამუშავებელ ქარხნებში, სადაც მას ცემენტს, ქვიშას და წყალს ურევენ, მიღებულ მატერიალს კი შენობების საძირკველში ასხამენ !!!
ამ მეთოდს ინკაფსულიზაციას ეძახიან და ითვლება, რომ უტილიზაციის ასეთი მეთოდი 4-ჯერ უფრო სწრაფია ვიდრე მისი დაწვა-განადგურება სპეციალურ ღუმელებში. ეკვადორის ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ მეთოდით უკვე გადამუშავებულია 350 ტონა კოკაინი !!!
ეკვადორი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ასეთი ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო !!!
culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way