USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
ეკლესიათა მსოფლიო საბჭო ერდოღანს - ძველი მტრობის თავიდან აცილების მიზნით, მოგმართავთ, გადახედოთ და შეცვალოთ თქვენი გადაწყვეტილება
თარიღი:  1743

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო თურქეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, გააუქმოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, აია-სოფიას მუზეუმი მეჩეთად უნდა გადაკეთდეს, - ამის შესახებ BBC წერს.

საბჭოს მიერ თურქეთის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება აზრთა სხვადასხვაობას, წინააღმდეგობას გამოიწვევს.

„აია-სოფიას მუზეუმის მეჩეთად გადაკეთების შესახებ გადაწყვეტილებით თქვენ თურქეთის გახსნილობის სიმბოლოს გარიყულობისა და დაყოფის სიმბოლოდ აქცევთ. გადაწყვეტილება აუცილებლად შექმნის გაურკვევლობას, ეჭვებსა და უნდობლობას, რომელიც ძირს გამოუთხრის თქვენს ძალისხმევას, გაერთიანდნენ და ითანამშრომლონ სხვადასხვა რწმენის ადამიანებმა. ურთიერთგაგების, პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარების, ძველი მტრობისა და დანაწევრების თავიდან აცილების მიზნით, მოგმართავთ, გადახედოთ და შეცვალოთ თქვენი გადაწყვეტილება“ - აღნიშნულია წერილში.

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, ყველაზე დიდი საერთაშორისო ეკუმენური ორგანიზაციაა, რომელიც 1948 წელს ამსტერდამში დაარსდა. მისი წევრია 350 ქრისტიანული ეკლესია და წარმოადგენს 500 მილიონზე მეტ ქრისტიანს. საბჭოს მთავარი ოფისი შვეიცარიაში, ჟენევაშია განთავსებული.

10 ივლისს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა განკარგულებას აია-სოფიას მეჩეთად გამოცხადების თაობაზე.

იქამდე, თურქეთის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა მთავრობის 1934 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარი მუზეუმად გადაკეთდა.

წმინდა სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში ათას წელზე მეტხანს ყველაზე დიდ ტაძრად ითვლებოდა ქრისტიანულ სამყაროში. ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ ის მეჩეთად გადაკეთდა, თუმცა 1934 წელს, მუსტაფა ქემალ ათათურქის შესაბამისი დეკრეტის საფუძველზე, ის მუზეუმი გახდა და იუნესკოს დაცულ ძეგლთა სიაში აღმოჩნდა.

წყარო:https://www.bbc.com/

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის