USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ეკატერინე ტიკარაძე ჯარიმების ჩამოწერაზე - ეს არ არის წინასაარჩევნო გადაწყვეტილება
თარიღი:  914

ეს ნამდვილად არ არის წინასაარჩევნო გადაწყვეტილება, ეს არის ჩვენი მოქალაქეების მეტი შეღავათებისთვის და კეთილგანწყობისთვის მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გაზრდის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კოვიდჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ეს გადაწყვეტილება მიიღება გუნდური გადაწყვეტილებით. შესაბამისად, საბჭოზე იყო განხილული ამ გადაწყვეტილების ეფექტურობა და საბჭომ ერთობლივად ჩათვალა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ეტაპისთვის ჩვენი მოქალაქეებისთვის ისევე, როგორც კერძო სექტორისთვის გარკვეულ შეღავათებთან ერთად მომხდარიყო საჯარიმო სანქციების ამნისტია.

არჩევნებამდე ძალიან დიდი დროა. აქედან გამომდინარე, ეს ნამდვილად არ არის წინასაარჩევნო გადაწყვეტილება, ეს არის ჩვენი მოქალაქეების მეტი შეღავათებისთვის და კეთილგანწყობისთვის გაკეთებული ის გადაწყვეტილება, რომელიც გაზრდის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას. ჩვენ ვაკვირდებით თუ რამდენად მოტივირებული არის მთავრობა, რომ ავწიოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთად ვითანამშრომლოთ კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა საჯარიმო და დასჯითი სანქციები, არამედ ეფექტური მართვა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის