USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
თბილისი
ეკატერინე ტიკარაძე -ვაქცინები არ გამქრალა
თარიღი:  682

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, "ასტრაზენეკას" ვაქცინები არ დაკარგულა და NCDC-ში აუდიტის სამსახური იმიტომ შევიდა, რომ პროცესი მეტად ეფექტურად მართონ. 

"ვაქცინები არსად გამქრალა, ჩვენ დროულად გავაკეთეთ მობილიზება იმ მნიშვნელოვანი პაციენტებისთვის ვაქცინების, რომელებსაც კრიტიკულრად ესაჭიროებოდათ მე-10 მე-12 კვირაზე ვაქცინაციის პროცესის უწყვეტობა. შიდა აუდიტი დაავადებათა კონტროლის ცენტრში იმყოფებოდა ამ ფაქტის და ასევე პროცესის მეტად უფრო ეფექტური მართვისთვის. ისინი დღეს წარმოადგენენ ჩვენთან მოხსენებას, ასევე, მოგვცემენ კონკრეტულ მითითებებს, თუ როგორ შეიძლება პროცესი ხარვეზების გარეშე გავრცელედეს", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის