USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
ეკატერინე ტიკარაძე - ექიმები და პედაგოგები ყველაზე რთული პაციენტები არიან
дата:  421

როდესაც ექიმები ერთმანეთში ვსაუბრობთ, ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ ექიმები და პედაგოგები ყველაზე რთული პაციენტები არიან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით დაახლოებით იგივე შემთხვევაა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის დილაში“ განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეული დროის შემდეგ აქტივობა მოიმატებს. 

„ექიმებთან შეხვედრა მქონდა და მინდა აღვნიშნო, რომ რეალურად ექიმები ვაქცინაციაზე უარს არ ამბობენ. გამოიკვეთა გარემოება, რომ ძალიან ბევრი ჩვენი ექიმი, რომელიც კოვიდპანდემიის დროს აქტიურად იყო ჩართული პაციენტების მკურნალობაში, დაინფიცირდა და არის რიგითი შემთხვევები, რომ ჯერ 120 დღე არ არის გასული და შესაბამისად ეს აისახება აქტივობაზე. დარწმუნებული ვარ ექიმების პროფესიონალიზმი დაძლევს ამ გამოწვევას და ეს გამოკვეთილი პრობლემები სამსჯელო აღარ იქნება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, ჯერ მსოფლიოში არ არის ქვეყანა, რომელმაც ვაქცინის გარეშე პანდემია დაძლია, ამიტომ ვაქცინა ერთ-ერთი მძლავრი იარაღი იქნება ამ რთულ ბრძოლაში.
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати