USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
თბილისი
ეკა სილაგაძე - 1918 წელს მიღებული კანონით, მენშევიკებმა სკოლებში საღვთო სჯულის სწავლება გააუქმეს
თარიღი:  1565
ისტორიის დოქტორი, ეკა სილაგაძე თავის ფეისბუკის გვერდზე, ავრცელებს ინფორმაციას თუ როგორი დამოკიდებულება ქონდა, სოციალ-დემოკრატთა ხელისუფლებას საქართველოს ეკლესიის მიმართ 1918-1921 წლებში.
 
"საქართველოს ეროვნული საბჭოს და საქართველოს რესპუბლიკის 1918 წლის 26 ნოემბრის კანონის საფუძველზე, ნაბრძანები იყო საღვთო სჯულის სწავლების გაუქმება სასწავლო დაწესებულებებში. კანონი შემდეგ პუნქტებს ითვალისწინებდა:
 
1. ყველა ტიპისა და საფეხურის სახაზინო და კერძო უფლებიან სკოლაში გაუქმდეს საღვთო სჯულის სწავლება და საღვთო სჯულის მასწავლებლების თანამდებობა.
2. ხსენებულ სკოლებში დაიხუროს კრედიტი, რომელიც გახსნილი იყო საღვთო სჯულის მასწავლებელთა ჯამაგირისთვის.
3. შტატს გარეშე დატოვებულ საღვთო სჯულის მასწავლებელთ მიეცეთ ჯილდო, რომლებიც დაწესებულია 1918 წლის ივლისის 5 ის კანონით.
4. იმ მშობლებს, რომლებიც მოისურვებენ თავის შვილებს საკუთარი ხარჯით ასწავლონ საღვთო სჯული, დაეთმოთ სკოლის შენობა იმ საათებში, როდესაც ეს ხელს არ შეუშლის სხვა საგნების სწავლებას.
5. ეს კანონი ძალაში შედის დღიდან გამოქვეყნებისა მთავრობის ორგანო ''საქართველოს რესპუბლიკაში''.
 
გარდა ამისა, 1918 წლის 3 დეკემბერს ეკლესიას ჩამოერთვა სამოქალაქო რეგისტრაციის აღსრულების უფლება, 31 დეკემბრის კანონის მიხედვით, მენშევიკთა მიერ სამოქალაქო უქმე დღეების დაწესებისას მოხდა ცვლილებები და რელიგიური დღესასწაულებისთვის უქმე დღეები გაუქმდა. მათ შორის, მირქმა, დიდი პარასკევი, აღდგომის მესამე დღე სამშაბათ, მეორე დღე სული წმინდის მოფენისა, ფერისცვალება უფლისა - აგვისტოს ცხრამეტი, მიძნება ღვთისმშობლისა აგვისტოს 28, ჯვართამაღლება - სექტემბრის 27 და ტაძრად მიყვანება - დეკემბრის 4."
თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის