USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
«Le point» (საფრანგეთი): „დაესწრება თუ არა დონალდ ტრამპი მოსკოვში გერმანიასთან ომში გამარჯვების ტრადიციულ ზეიმს“
дата:  306

ფრანგული ჟურნალ „ლე პუენში“ (Le point) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დაესწრება თუ არა დონალდ ტრამპი მოსკოვში გერმანიასთან ომში გამარჯვების ტრადიციულ ზეიმს“ (ავტორი - ფრანსუა-გიომ ლორენი). მართალია, აშშ-ის პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ მოსკოვში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების ტრადიციულ დღესასწაულს არ დაესწრება (რაც ამ ეტაპისათვის კრემლმაც დაადასტურა), მაგრამ 9 მაისამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ვლადიმერ პუტინისათვის 9 მაისი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. ეს არის მეორე მსოფლიო ომში - რუსეთისათვის „დიდ სამამაულო ომში“ - გერმანიაზე გამარჯვების ტარიღო. ეს ის ომია, რომელიც უფლებას აძლებს კრემლს ამტკიცოს, რომ მთელი მსოფლიო საბჭოთა კავშირზე უნდა ლოცულობდეს, რომელმაც ფაშისტური გერმანია დაამარცხა და პლანეტა ჯიტრელის მონობას გადაარჩინა. 9 მაისი სიმბოლური დღეა რუსეთისათვის: მოსკოვს იალტისდროინდელი  რეალობის დაბრუნება სურს, როცა კომუნისტებს მთელი აღმოსავლეთი ევროპა ჰქონდათ ოკუპირებული და „გაწითლებული“. 9 მაისი ვლადიმერ პუტინისათვის ის დღეა, როცა იგი სიტყვით გამოდის და მე-20 საუკუნის ისტორიულ მოვლენას საკუთარი შეხედულებით „ჭრის და კერავს“.

„საბჭოთა საინფორმაციო ბიუროსაგან...“

ის, რაც 1945 წლის მაისში მოხდა, ევროპისათვის და რუსეთისათვის განსხვავებულ დღეებში აღინიშნება - კაპიტულაციის აქტს ხელი 8 მაისს მოეწერა, გვიანი საღამოს 23 საათზე, როცა მოსკოვში უკვე 9 მაისი იყო, ღამის პირველი საათი. ამიტომ გამარჯვების დღე დასავლეთში 8 მაისს აღნიშნება, რუსეთში კი - 9 მაისს.

სხვათა შორის, უფრო მეტი სიზუსტე რომ დავიცვათ, კაპიტულაცია სინამდვილეში ქალაქ რეიმსში 7 მაისს გაფორმდა, ცენტრალური ევროპის დროით, ღამის 2 საათსა და 41 წუთზე, რომელიც იურდიულ ძალაში შედიოდა 8 მაისს,  გვიან საღამოს 23 საათსა და 01 წუთზე. იოსებ სტალინმა მოითხოვა, რომ კაპიტულაციის აქტი სწორედ ბერლინში მომხდარიყო და ამიტომ სცენა მეორედ გათამაშდა - გამარჯვებული და დამარცხებული ქვეყნების დელეგაციები ამჯერად ბერლინის გარეუბან კალრჰორსტში შეიკრიბნენ... და შემდეგ უკვე 9 მაისი ისე დაწესდა, როგორც ზემოთ ვთქვით.

როგორ გამარჯვებას იზეიმებდნენ დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი, 9 მაისს წითელი მოედანზე აღმართულ ტრიბუნაზე რომ მდგარიყვნენ? ალბათ, არა იმდენად 1945 წლის მაისში მიღწეულ გამარჯვებას, არამედ უფრო თავიანთს, საკუთარს - უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკების დასრულებას და ორმხრივ დოკუმენტზე ხელმოწერას, რომელიც აშშ-ის სპეცწარმომადგენელ ტიმ კელოგის გეგმით... 9 მისს უნდა დასრულდეს. თუ ყველაფერი, დავუშვათ და ისე მოხდება, როგორც თეთრ სახლს და კრემლს აქვთ ჩაფიქრებული, მაშინ 2025 წლის 9 მაისის ტრიუმფით უპირველესად ვლადიმერ პუტინი ისარგებლებს, რომელიც უკრაინას ნაცისტურ ქვეყანას უწოდებს. ანუ პუტინისებურად ასე გამოდის: გერმანულ ნაციზმზე გამარჯვებიდან 80 წლის შემდეგ რუსეთი მეორეზე - უკრაინულ ნაციზმზეც იმარჯვებს.

აშშ-ის ლიდერი კრემლის ტრიბუნაზე? ეს ადრეც მომხდარა...

მართალია, დონალდ ტრამპს უკრაინა ნაცისტურ და ჰიტლერულ ქვეყნად არ შეურაცხავს, მაგრამ მან უკვე გამოიყენა ტერმინი „დიქტატორი“ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ. თუ აშშ-ის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავა, მაშინ მისი ნაბიჯი მთელი მსოფლიოსათვის უფრო მეტად იმის მაჩვენებელი იქნება, რომ მისთვისაც უკრაინა ფაშისტურ ქვეყანას წარმოადგენს.

არადა, კაცმა რომ თქვას, აშშ-ის პრეზიდენტები 9 მაისს მოსკოვში რამდენჯერმე იყვნენ: 1995 წლის 9 მაისს - დემოკრატი ბილ კლინტონი, ბორის ელცინის მიწვევით: მიუხედავად პოზიციების სხვადასხვაობისა ირანის, ბოსნიისა და ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით, ორივე პრეზიდენტმა ურთიერთმხარდაჭერის დემონსტრირება მოახდინეს, ხოლო 2005 წლის 8-9 მაისს მოსკოვში იყო ჩასული რესპუბლიკელი ჯორჯ ბუშ-უმცროსი, ვლადიმერ პუტინის მიწვევით...

სავარაუდოდ, არ არის გამორიცხული, რომ 2025 წლის 9 მაისს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა ერთად უყურონ კრემლის ტრიბუნიდან წითელ მოედანზე მიმდინარე სამხედრო  აღლუმს... ამ შემთხვევაში ეს იქნება გამარჯვების სიმბოლური ფიალის ბოლომდე შესმა ევროპელთა დასანახად, რომლებიც თავიანთ ტელევიზორის ეკრანებზე ნახავენ, თუ როგორ ესალმებიან  რუს ჯარისკაცებს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები!

წყარო:

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати