USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
Le Figaro: დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში შესაძლო დაბრუნება ვაშინგტონში პანიკას იწვევს
თარიღი:  950

ვაშინგტონში პანიკის ქარი უბერავს - ბოლო გამოკითხვების თანახმად, დონალდ ტრამპი არა მხოლოდ „რესპუბლიკელების“ პრაიმერიზში ლიდერობს, არამედ ჯო ბაიდენსაც უსწრებს რამდენიმე მნიშვნელოვან შტატში, - წერს ფრანგული გაზეთი Le Figaro სტატიაში სათაურით დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში შესაძლო დაბრუნება ვაშინგტონში პანიკას იწვევს.

გაზეთი აღნიშნავს, რომ ოთხი სასამართლო პროცესისა და 91 ბრალდების მიუხედავად, ტრამპი კვლავ გახდა ძლიერი ოპონენტი, რომლის წინაშე დგას გამოკითხვებში თავისუფალ ვარდნაში მყოფი ჯო ბაიდენი.

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის ჰიპოთეზა მოულოდნელად სრულიად შესაძლებლად გამოიყურება, ხოლო ამის პრევენციის საშუალებები სულ უფრო და უფრო მცირდება.

გაზეთ The New York Times-მა, რომელიც ტრადიციულად ტრამპის წინააღმდეგ გამოდის, სტატიების სერია გამოაქვეყნა, რომელიც ტრამპის ხელისუფლებაში შესაძლო დაბრუნებას მიუძღვნა, ხოლო მისი გამოსვლები ავტორიტარულ რეჟიმებში არსებულ გამოსვლებს შეადარა, რაც გააკრიტიკეს ტრამპის მხარდამჭერებმა.

"ყველა სტატია, რომელშიც ტრამპს დიქტატორად მოიხსენიებენ, მხოლოდ ერთ რამეს ეხება: უკანონო და ძალადობრივი ქცევის ლეგიტიმაციას წინასაარჩევნოდ", - განაცხადა ოჰაიოს შტატის სენატორმა, ჯ.დ. ვენსმა.

"რესპუბლიკური" პარტიის ყოფილი კონგრესმენი, ლიზ ჩეინი აცხადებს, რომ ხალხმა უნდა გაიაზროს, რომ დონალდ ტრამპისთვის მიცემული ხმა კონსტიტუციის წინააღმდეგ მიცემული ხმაა.

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის