USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
„ძლიერი საქართველო“ და ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
თარიღი:  711

„ძლიერი საქართველო“ და ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

როგორც კოალიციის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ანალიტიკოსებთან შეხვედრაზე განაცხადა, ძლიერ გუნდს სჭირდება ძლიერი გეგმა, ძლიერ გეგმას კი კომპეტენტური ხალხი.

მისივე თქმით “ჯეოქეისთან” თანამშრომლობა სამომავლოდ უფრო მჭიდრო გახდება.

„ძლიერ გუნდს სჭირდება კონკრეტული გეგმა, კონკრეტული მიზანი, მიზანზე ყველა შეთანხმებული ვართ, ჩვენ გვჭირდება ევროპული, თანამედროვე, ეკონომიკურად სწრაფად მზარდი და არა მარტო ქვეყანა, ევროპაში სწრაფი ინტეგრაცია და ყველაზე მთავარი, ამ მიზანს სჭირდება კომპეტენტური ხალხი. ამიტომ ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა, რომ იმ ადამიანების თანხვედრა მოვახდინოთ ამ გეგმის გარშემო, რომლებიც არიან თავისუფლები, არიან პროფესიონალები და მთელი თავიანთი ცხოვრება მიძღვნილი აქვთ თავისი საქმის კეთილსინდისიერად კეთებაზე. „ჯეოქეისთან“ და ვიქტორ ყიფიანთან დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო გახდება,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მკვლევრები რეგულარულად ახდენენ ქვეყნის პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სისტემატიზაციას და შეფასებას. აღსანიშნია, რომ “ჯეოქესი” ასევე აქტიურად ურთიერთობს საზღვარგარეთ არსებულ ავტორიტეტულ კვლევით და ანალიტიკურ ცენტრებთან.

ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის