საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა გუნდის წევრმა, ლევან ოჩიგავამ 1 ვერცხლისა და 2 ოქროს მედალი მოიპოვა და ჩემპიონობა იზეიმა.
ალბანეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 81 კილოგრამის ატაცში ოჩიგავამ 137/143 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 172/176/179 კილოგრამის ძლევით ოქროს მედალი დაისაკუთრა, ასევე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა ორჭიდში დაგროვილი 322 კილოგრამითაც.
თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.
ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.
სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.