USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Tbilisi
«Advance» (ხორვატეთი): „რატომ ისმის სულ უფრო ხშირად დასავლეთში მოწოდებები რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებაზე?“
Date:  436

„როცა რაიმე მნიშვნელოვანი მზადდება, ვთქვათ, პრინციპული გეოპოლიტიკური ცვლილება, ის, როგორც წესი, მოულოდნელად და უეცრად არ ხდება. პოლიტიკოსები არასდროს არ აჟღერებენ პირველები ასეთ განცხადებებს - ისინი ჯერ პრესას „აძლევენ“ ამგვარ დავალებას, ანუ მასმედია უშვებს სასინჯ ინფორმაციას („გაჟონილი“ სახით), შემდეგ კი საინფორმაციო სივრცეს განსაზღვრული შინაარსის მქონე მასალებით ავსებენ. სწორედ ასე ხდება დღეს რუსეთ-უკრაინის ომის მიმართაც“, - ნათქვამია ხორვატულ გამოცემა „ედვენსის“ (Advance) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რატომ ისმის სულ უფრო ხშირად დასავლეთში მოწოდებები რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებაზე?“ (ავტორი - დ. მარიანოვიჩი).

პუბლიკაციაში მიმოხილულია ბოლო ხანს ამერიკლ პრესაში გამოქვეყნებული მასალები, კერძოდ, გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“, ასევე ჟურნალების „ფორინ პოლისისა“ და „ნიუ-იორკერის’ პუბლიკაციები, რომლებშიც ავტორები - ცნობილი ჟურნალისტების და ექსპერტები რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას მიმოიხილავენ, აანალიზებენ უკრაინის კონტრშეტევას, რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობას და ა.შ. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ჟურნალ Foreign Affairs-ის აგვისტოს ნომერში დაბეჭდილი მასალა სათაურით „ომი, რომელშიც დასავლეთი ვერ გაიმარჯვებს: რატომ უნდა გამოვიდეს ვაშინგტონი უკრაინიდან“.

როგორც დ.მარიანოვიჩი აღნიშნავს, ბრძოლის ველზე ამჟამად ძირითადად პატური სიტუაცია არის ჩამოყალიბებული. რასაკვირველია, უკრაინული და დასავლური მასმედიის ბევრი წარმომადგენელი კონტრშეტევას აქებს და ადიდებს, მას გარდატეხვად თვლის („აი, გაირღვა უკვე რუსების თავდაცვის პირველი ხაზი!“), თუმცა სინამდვილეში უკრაინის არმიის წარმატება ძალზე მოკრძალებულია. კაცმა რომ თქვას, კიევის დასავლელი მოკავშირეების უმრავლესობა ომის პირველივე დღიდანვე ხვდებოდა იმას, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებდა. თუმცა ისინი იმედოვნებენ, რომ უკრაინისადმი თავიანთი დახმარებით ომში რუსეთი გამოიფიტება, მისი ეკონომიკა სანქციებით დაინგრევა, ქვეყანაში ცხოვრების დონე გაუარესდება, დაიწყება მოსახლეობის უკმაყოფილება, ქვეყნის შიგნით უწესრიგობები, კრემლი დასუსტდება და მოსკოვში სახელმწიფო გადატრიალება მოხდება.

მაგრამ დასავლეთისა და უკრაინის საწყენად, რუსეთის ეკონომიკამ სანქციების ცხრა პაკეტს გაუძლო და ქვეყანა სხვა ბაზრებზე გადაორიენტირდა, პირველეს ყოვლისა, ჩინეთზე და ინდოეთზე. უფრო მეტიც, სერიოზული პრობლემები უგროვდება ანტირუსული სანქციების შემომღებ მხარეს - ევროკავშირს. ბევრ კითხვას იწვევს გერმანიის მდგომარეობა, რომელიც, ტრადიციული გერმანული შრომისმოყვარეობისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მიუხედავად, საკმაოდ იყო დამოკიდებული იაფ რუსულ გაზზე და იაფ მუშახელზე, რომლებსაც ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი მსოფლიოს ყველა კუთხიდან იწვევდა. ბერლინი მიხვდა თავის შეცდომას, მაგრამ ნეგატიური შედეგების გამოსწორებას დიდი დრო ჭირდება. გერმანია თანდათან თმობს ევროპული ეკონომიკის ლოკომოტივის როლს.

ატლანტის ოკეანის გადაღმაც შეშფოთებულები არიან გერმანიისა და საერთოდ, ევროკავშირის რთული ეკონომიკური მდგომარეობით, რომლის შედეგად მემეარჯვენეები უფრო პოპულარულები ხდებიან. ამერიკელი ხალხი, თავის მხრივ, რაც დრო გადის, სულ უფრო ნაკლებად უჭერს მხარს თავის მიერ გადახდილი გადასახადების მნიშვნელოვანი ნაწილის მიცემას უკრაინისადმი იმ დროს, როცა ცხოვრების დონე თვითონაც უმცირდება და სერიოზული პრობლემები ექმნება. აშშ-ში ახლოვდება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და მოსახლეობის განწყობა წინასაარჩევნო კამპანიაზე და უშუალოდ ხმის მიცემაზე გავლენას აუცილებლად მოახდენს. გარდა ამისა, ამერიკული ელიტის ნაწილს სურს, რომ ევროკავშირს უკრაინის ომისაგან რაც შეიძლება მეტი პრობლემა ჰქონდეს - მათ მოსწონთ, რომ ომი ფიტავს არამარტო რუსეთს, არამედ გერმანიასაც, საფრანგეთსაც და თქვენ წარმოიდგინეთ, ამერიკისადმი ლიალურად განწყობილ დიდ ბრიტანეთსაც.

როგორც სტატიის ავტორი ასკვნის, „რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი იზრდება, ქვეყანაში სამხედრო ეკონომიკა ძლიერდება. ამიტომაც, სანამ დასავლეთისათვის უფრო უარესი არ მომხდარა, მანამ ის რუსეთის შეკავებას უნდა შეეცადოს... უკრაინის ომის დასრულების გზით, რაც აუცილებელ ნაბიჯს წარმოადგენს. დასავლეთ ერთი მხრივ ჩინეთის პოლიტიკა აშფოთებს (ეკონომიკური და დიპლომატიური გავლენის სახით), მეორე მხრივ კი რუსეთის კურსი (სამხედრო და გეოპოლიტიკური სახით). არსებობს აზრი, რომ ასეთ შემთხვევაში უფრო უმჯობესია ვოლოდიმირ ზელენსკის ბედის ანაბარად გაშვება. სხვათა შორის, ამ თვალსაზრისის მომხრეები სულ უფრო მეტნი ხდებიან“.

წყარო: https://www.advance.hr/tekst/analiza-zasto-se-na-zapadu-odjednom-sve-cesce-poziva-na-pregovore-s-rusijom/

 

analytics
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way