USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორი დენის გონჩარი - რუსეთსა და სომხეთს შორის აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს გავლით სატრანზიტო კომუნიკაციის საკითხი პერიოდულად განიხილება
თარიღი:  387

მოსკოვში მიაჩნიათ, რომ „საკმაოდ მიღწევადია“ საავტომობილო და სარკინიგზო ტრანზიტის დაწყება ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით. ამის შესახებ TAСС-თან ინტერვიუში დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა განაცხადა.

„რუსეთსა და სომხეთს შორის აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს გავლით სატრანზიტო კომუნიკაციის საკითხი პერიოდულად განიხილება ერევანთან კონტაქტების დროს, იმის გათვალისწინებით, რომ მისი ობიექტური ინტერესია დამატებითი სატრანსპორტო დერეფნების გახსნა, რომლებიც დააკავშირებს ჩვენს ქვეყნებს საქართველოს სამხედრო გზატკეცილთან ერთად. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ხელს შეუწყობს რეგიონის სატრანსპორტო, ლოგისტიკური და სატრანზიტო პოტენციალის გამოვლენას და იმუშავებს სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყნის ინტერესებისთვის. მიგვაჩნია, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა საკმაოდ მიღწევადია, თუ ყველა დაინტერესებული მხარე იხელმძღვანელებს პრაგმატული ინტერესებით და გაითვალისწინებს რეგიონში არსებულ რეალობას“, - განაცხადა გონჩარმა.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის