USD 2.7300
EUR 3.1695
RUB 3.4422
თბილისი
დონბასში რუსეთის შეიარაღებული ძალები შეტევაზე გადავიდნენ
თარიღი:  2048

18 თებერვლის დილის 5 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა დაიწყეს  სამხედრო ოპერაცია დონბასის მიმართულებით. თავდასხმა დონბაშში.
დამპყრობლები ცდილობდნენ სადემარკაციო ხაზის გარღვევას. ბრძოლები დილის 5 საათზე დაიწყო ერთდროულად რამდენიმე რაიონში: ნოვოტოშკოვსკიე, ორეხოვო, კრიმსკოიე, ხუტერ ვოლნი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ინფორმაციით პრესცენტრის ცნობით, ბრძოლა დასრულდა 10:00 საათზე. დაღუპულია უკრაინის არმიის 1 ჯარისკაცი და დაჭრილია 4-ი.

მოვლენების თვითმხილველები თვლიან, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბრძოლა ბოლო წლების განმავლობაში. ჟურნალისტი იური ბუტუზოვი,  მიიჩნევს, რომ 2018 წლის შემდეგ ასეთი შეტაკებები არ მომხდარა.

"რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალები თავს დაესხნენ გაერთიანებული ძალების პოზიციებს ნოოტოშკოვსკის, ორეხოვოს, კრიმსკოიის და ხუტერ ვოლნის დასახლებების მახლობლად. ოკუპანტებმა ცეცხლი გახსნეს მინსკის ხელშეკრულებით აკრძალული იარაღით. მტერი იყენებს 120 მმ-იან  ნაღმტყორცნებს."- ახცადებს ფეისბუქზე გაერთიანებული ძალების პრესსამსახური.

 

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის