USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
თბილისი
დონალდ ტუსკი: ვარშავაში, სამთავრობო შენობების თავზე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
თარიღი:  1835

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ვარშავაში, სამთავრობო შენობების თავზე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

პოლონეთის მთავრობის მეთაურის თქმით, დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე.

ტუსკის თქმით, დრონი ვარშავაში, პარკოვას ქუჩაზე მდებარე სამთავრობო შენობებსა და ბელვედერის სასახლეს თავზე დაფრინავდა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უპილოტო აპარატი გაანეიტრალა. პოლიცია მომხდარის გარემოებებს იძიებს“, - დაწერა ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ზე.

ინციდენტის სხვა დეტალები, მათ შორის დაკავებულების შესახებ ინფორმაცია, პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია. ბელვედერის სასახლე პოლონეთის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენციაა.

 

თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის