USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
დონალდ ტუსკი - ევროკავშირის დონეზე საჭირო უმრავლესობას ვქმნით, რათა შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა, მათ შორის საქართველოსთან
Date:  465

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პარლამენტში არალეგალურ მიგრაციაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში საქართველო ახსენა.

კერძოდ, ტუსკის თქმით, მზად არის, არსებული მეთოდები გამოიყენოს, საერთაშორისო სამართლის შესაცვლელად, რათა არალეგალური მიგრაციის რისკი, მინიმუმამდე შემცირდეს.

პოლონეთის პრემიერის თქმით, საჭირო უმრავლესობას ქმნის, რათა შეზღუდოს ან შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა, მათ შორის საქართველოსთან.

ამასთან, ტუსკმა ხაზი გაუსვა, რომ საკითხი მხოლოდ საქართველოს არ ეხება, არამედ იმ ქვეყნებსაც საიდანაც მიგრაცია პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართლებრივ ან საზოგადოებრივ წესრიგს პოლონეთში ან ევროპაში.

“სრულიად მზად ვარ, რომ ყველა არსებული მეთოდი გამოვიყენო საერთაშორისო სამართლის შესაცვლელად, რათა არალეგალური მიგრაციის რისკი, მიგრაციის ეს ტალღა, მინიმუმამდე შევამციროთ.

რეალობა ისაა, რომ თითქმის ყოველ დღე ვაწარმოებთ უცხოელების მათ ქვეყნებში დეპორტაციებს… 4 დღის წინ კრიმინალურ აქტივობებში 50 ეჭვმიტანილი ქართველი იქნა დეპორტირებული.

უკვე ვისაუბრე და ჩავერთე ამ საკითხში. საჭირო უმრავლესობას ვქმნით, რათა შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა, მათ შორის საქართველოსთან. კი, ეს ჩემი განზრახვაა, იმის სრულად გათვალიწინებით, რომ ქართველების ერთი მესამედი ისეთი ხალხი, ვისაც სრულად სურს ჩვენი ღირებულებების გაზიარება, მაგრამ ვიცით, რა არის პრობლემა.

ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ბოდიში ქართველებთან, ვისაც შეიძლება ეწყინოს, მაგრამ მთლიანობაში ხალხის უვიზოდ შემოსვლის შეზღუდვის ძლიერი მხარდამჭერი ვარ იმ ქვეყნებიდან, როლების, როგორც საქართველო, აღარ სცემენ პატივს სტანდარტებს, რომლებიც ავტორიტარულ მმართველობას ეხება, და ქვეყნებიდან, საიდანაც მიგრაცია პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართლებრივ წესრიგს ან საზოგადოებრივ წესრიგს ჩვენს ქვეყანაში ან ევროპაში.

მსგავს აქტივობებს ვაწარმოებ. როგორც იცით, ეს ეროვნულ დონეზე მისაღები გადაწყვეტილება არ არის”, - განაცხადა ტუსკმა.

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way