USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
დონალდ ტრამპს ჟურნალისტისადმი ცილისწამების საქმეზე კომპენსაციის სახით 83,3 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა
თარიღი:  

ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დონალდ ტრამპს ჟურნალისტ ელიზაბეტ ჯინ კეროლისადმი ცილისწამების საქმეზე კომპენსაციის სახით 83,3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

2019 წელს კეროლმა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც წერდა, როგორ შეხვდა ტრამპს მაღაზიაში 1990-იან წლებში. მისი განცხადებით, მაღაზიის გასახდელში მილიარდერმა მას ძალის გამოყენებით აკოცა და გააუპატიურა. ამის საპასუხოდ ტრამპმა განაცხადა, რომ კეროლს არ იცნობს და ის „მის გემოვნებაში არაა“.

2023 წლის მაისში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ტრამპი დამნაშავედ ცნო კეროლის კიდევ ერთ სარჩელზე, სექსუალური ძალადობის ბრალდებით, და ჯარიმის სახით 5 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. ვერდიქტის შემდეგ ტრამპი საჯაროდ აცხადებდა, რომ კეროლი ტყუის.

სასამართლოში ელიზაბეტ ჯინ კეროლმა განაცხადა, რომ ტრამპის მხარდამჭერები მას მუქარის შემცველ ტექსტებს უგზავნიდნენ. დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

https://www.jagonews24.com

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის