USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
თბილისი
დონალდ ტრამპმა ვარაუდი გამოთქვა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა ორგანიზმში სადეზინფექციო საშუალების შეყვანამ შეიძლება ვირუსი შეაკავოს
თარიღი:  761

თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვარაუდი გამოთქვა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა ორგანიზმში სადეზინფექციო საშუალების შეყვანამ შეიძლება ვირუსი შეაკავოს.

„სადეზინფექციო საშუალება ერთბაშად გათიშავს ვირუსს. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა მისი შეყვანა პაციენტის ორგანიზმში. სადეზინფექციო საშუალება ფილტვებში მოხვდება. საინტერესოა ამის შემოწმება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, თუ რომელ სადეზინფექციო საშუალებას გულისხმობს.

აშშ-ის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მდივნის მოადგილემ, ბილ ბრაიანმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ფედერალური ლაბორატორიები არ განიხილავენ მკურნალობის ასეთ ვარიანტს. მისი თქმით, ეს არ არის ის სამუშაო, რომელსაც ის თავის ლაბორატორიაში ახორციელებს. თუმცა, მას აშშ-ის პრეზიდენტი ჩაეჭრა, რომელმაც განაცხადა: „შესაძლოა ეს მუშაობს, შესაძლოა არა“.

ეკონომიკა
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის