USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
თბილისი
დონალდ ტრამპმა ტრამპკოინის უმსხვილეს ინვესტორებს დახურულ წვეულებაზე უმასპინძლა
თარიღი:  414

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელიც არატრადიციული გადაწყვეტილებებითაა გამორჩეული, მორიგი საინტერესო ნაბიჯი გადადგა და მისი კრიპტოვალუტის, ტრამპკოინის უმსხვილეს ინვესტორებს დახურულ წვეულებაზე უმასპინძლა. ღონისძიება ვირჯინიის ქალაქ სტერლინგში მდებარე “ტრამპის გოლფის ეროვნულ კლუბში” გაიმართა, სადაც 220-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის გამორჩეულებს კი, პრეზიდენტთან პირადი აუდიენციის საშუალება ჰქონდათ.

პრეზიდენტის ეს ვახშამი მსოფლიოში ყველაზე ექსკლიზიურ წვეულებად იყო შერაცხილი, რაც იქ წარმოდგენილი მენიუთიც დასტურდება: სტუმრებმა მიირთვეს, როგორც სტეიკი ფილე მინიონი, ასევე ტაფაზე შემწვარი პალტუსი და ორგანული პროდუქტებისგან დამზადებული სალათი. თავად პრეზიდენტი წვეულებაზე ვერტმფრენით მივიდა, დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და წვეულების ბოლოზე Village People-ის Y.M.C.A.-ზე იცეკვა, რაც ბოლო დროს ერთგვარ ტრადიციად იქცა.

დონალდ ტრამპის წვეულებას არაერთი ანტრეპრენიორი და ცნობილი ადამიანი დაესწრო, მათ შორის ვახშამზე იყო კრიპტოპროექტი TRON-ის დამფუძნებელი, ჯასტინ სანი, რომლის ქონებას ამერიკული Forbes-ი $8.5 მილიარდად აფასებს. ჯასტინ სანი, სხვათა შორის, ტრამპკოინის ერთ-ერთი უმსვილესი ინვესტორი ყოფილა, რის გამოც ტრამპმა ის საკუთარი $100,000-იანი მაჯის საათით, Trump Tourbillon-ით დააჯილდოა. წვეულებას ასევე ესწრებოდა NBA-ის ყოფილი კალათბურთელი, ლამარ ოდომი, რომელმაც საკუთარი კრიპტოპროექტი, $ODOM-ი წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ საკუთარი კრიპტოვალუტა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ინაუგურაციამდე სამი დღით ადრე წარადგინა. იმ დროს, ციფრული აქტივის ფასი მალევე გაიზარდა და ადამიანებმა, რომელთაც ციფრული აქტივი გამოშვებიდან მალევე იყიდეს, ფინანსურად იხეირეს. თავიდან, ტრამპკოინის შეძენა მხოლოდ ოფიციალურ ვებგვერდზე შეიძლებოდა, სადაც თითო მონეტა $0.18 ღირდა, მაგრამ ციფრული აქტივი მალევე გამოჩნდა წამყვან ბირჟებზე, რამაც ფასის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. BINANCE-ზე ტრამპკოინი $6.24-ად დაილისტა, მაგრამ ერთი დღის ჭრილში ფასმა $75.35-მდე გაიზარდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია.

მსოფლიოს უდიდეს კრიპტობირჟაზე დალისტვიდან პიკური მაჩვენებლის დაფიქსირებამდე, ტრამპკოინის ფასმა $1,100%-იანი ზრდა აჩვენა, ხოლო გამოშვების ფასთან შედარებით ზრდამ საერთოდაც 41,760% შეადგინა. გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპკოინს არ აქვს არანაირი ფუნდამენტური ღირებულება, გარდა იმ სენტიმენტისა, რომელსაც პრეზიდენტის მხარდამჭერებს მის მიმართ აქვთ, კოლოსალური ზრდის შემდეგ, კრიპტოვალუტის ფასმა მკვეთრი კლება დაიწყო და ახლა, კრიპტოვალუტა $12.88 ღირს, ანუ პიკის შემდეგ ის 83%-ით გაუფასურდა.

ეკონომიკა
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის