USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
თბილისი
დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შეუჩერა
თარიღი:  1045

აშშ-მა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეაჩერა. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ჩემს ადმინისტრაციას დღეს განკარგულება გავეცი, შეაჩერონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება, ვიდრე შევისწავლით და შევაფასებთ ორგანიზაციის როლს პანდემიის ცუდად მართვაში და კორონავირუსის გავრცელების შესახებ მონაცემების დამალვაში“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა ასევე გააკრიტიკა ის, რომ ჯანმო ეწინააღმდეგებოდა მოგზაურობის აკრძალვის ზომის შემოღებას და დროულად არ გაუზიარა საერთაშორისო თანამეგრობას ზუსტი და სწორი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ.

10 აპრილს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლეს დღეებში აშშ-ის მთავრობა განცხადებას გააკეთებს ჯანმოში შენატანების გაკეთებასთან დაკავშირებით. დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა ჯანმოს ქმედებები კორონავირუსის პანდემიის დროს.

7 აპრილს დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ ჯანმო ორგანიზაციაა, რომელიც ჩინეთზე არის ორიენტირებული. მან ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, არასწორი იყო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ეკონომიკა
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის