აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მესამე მსოფლიო ომი არც ისე შორს არის, მაგრამ მისი პრეზიდენტობის დროს ეს არ მოხდება.
CNN-ის ინფორმაციით, მაიამიში, მომავალი საინვესტიციო ინიციატივების ინსტიტუტის სამიტზე ტრამპმა ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებზე ისაუბრა.
„სწრაფად ვმოქმედებ მთელ მსოფლიოში ომების დასასრულებლად, კონფლიქტების მოსაგვარებლად და პლანეტაზე მშვიდობის აღსადგენად - მე მინდა მშვიდობა და არ მინდა ვიხილო, როგორ ხოცავენ ყველას. შეხედეთ სიკვდილს ახლო აღმოსავლეთში და სიკვდილს, რომელიც ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის, რომელიც გრძელდება და ჩვენ ვაპირებთ, რომ დავასრულოთ ის. მესამე მსოფლიო ომი არავის სარგებელს არ მოუტანს და ამისგან არც ისე შორს ხართ, ახლავე გეტყვით, არც ისე შორს ხართ. ჩვენ რომ [პრეზიდენტ ჯო ბაიდენის] ადმინისტრაცია კიდევ ერთი წელი გვყოლოდა, თქვენ იქნებოდით მესამე მსოფლიო ომში და ახლა ეს აღარ მოხდება“, - აღნიშნა ტრამპმა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.