USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
დონალდ ტრამპი: ვუბრძანე აშშ-ის სამხედრო ძალებს, დაიწყონ გადამწყვეტი და ძლიერი სამხედრო მოქმედება იემენში ჰუსიტი ტერორისტების წინააღმდეგ
თარიღი:  890

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ მან ამერიკის შეიარაღებულ ძალებს უბრძანა, განახორციელონ ძლიერი დარტყმები იემენელი ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ.

„დღეს მე ვუბრძანე აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს, გადადგან გადამწყვეტი და მძლავრი ნაბიჯები იემენელი ტერორისტების – ჰუსიტების წინააღმდეგ“, – დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე. მან განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, ჰუსიტების მიერ ამერიკული და სხვა გემების, თვითმფრინავების და უპილოტო საფრენი აპარატების განუწყვეტელი დაბომბვაა.

„ვაფრთხილებ ჰუსიტ ტერორისტებს: თქვენი დრო ამოიწურა. დღესვე უნდა შეწყვიტოთ თავდასხმები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთი ჯოჯოხეთური ტანჯვა გელით, როგორიც აქამდე არ განგიცდიათ“, – დაამატა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ჩვენი მამაცი სამხედროები ამ წუთებშიც აყენებენ საჰაერო დარტყმებს ტერორისტების ბაზებზე, მათ ლიდერებზე და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, რათა დაიცვან ამერიკის საზღვაო, საჰაერო და სამხედრო ინტერესები და აღადგინონ საზღვაო მიმოსვლის თავისუფლება“, – დაწერა ტრამპმა.

მან ასევე მოუწოდა ირანს, შეწყვიტოს ჰუსიტებისთვის მხარდაჭერის გაწევა. „ნუ გაბედავთ ამერიკელი ხალხის, მისი პრეზიდენტის – რომელიც ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მანდატითაა არჩეული – ან საერთაშორისო საზღვაო გზების დაშინებას. თუ ამას გააკეთებთ, სიფრთხილე გმართებთ, რადგან ამერიკა გაგიძლევთ სრულ პასუხს, თქვენთან თბილად მოპყრობას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ტრამპმა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის