დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ელოდება ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოთა ლიდერები რუსეთის მედიაციის გარეშე დაასრულებენ მრავალწლიან ომს და დაიწყებენ ეკონომიკურ თანამშრომლობას.
“თეთრ სახლში მივიღებ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, ისტორიული სამშვიდობო სამიტის ფარგლებში. ამ ორ ერს მრავალი წლის განმავლობაში ომი ჰქონდა, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა. მრავალი ლიდერი ცდილობდა ამ ომის დასრულებას, მაგრამ ვერ მოახერხეს — აქამდე, სანამ სცენაზე “ტრამპი” გამოჩნდებოდა”.
‘’ჩემი ადმინისტრაცია დიდი ხანია ორივე მხარესთან აქტიურად მუშაობს. ხვალ პრეზიდენტი ალიევი და პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი თეთრ სახლში შემომიერთდებიან ოფიციალური სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე. ამასთანავე, შეერთებული შტატები ორ ქვეყანასთან ორმხრივ შეთანხმებებსაც გააფორმებს, რათა ერთად განვავითაროთ ეკონომიკური შესაძლებლობები და სრულად გავხსნათ სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოტენციალი”.
‘’ძალიან ვამაყობ ამ გამბედავი ლიდერებით, რომლებსაც სწორი გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ სომხეთისა და აზერბაიჯანის დიადი ხალხისთვის. ეს იქნება ისტორიული დღე სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, შეერთებული შტატებისთვის და მსოფლიოსთვის”.