USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
დონალდ ტრამპი: თეთრ სახლს მაშინი დავტოვებ, როდესაც საარჩევნო კოლეგია ოფიციალურ შედეგებს გამოაცხადებს
თარიღი:  1037

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეთრ სახლს დატოვებს, თუ საარჩევნო კოლეგია ჯო ბაიდენის გამარჯვებას ოფიციალურად აღიარებს.

ჟურნალისტების კითხვაზე, დატოვებს თუ არა ის თეთრ სახლს, თუკი საარჩევნო კოლეგია დემოკრატ ბაიდენს აირჩევს, ტრამპმა უპასუხა:

„რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა დავტოვებ და თქვენ ეს იცით.“

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისთვის ძნელი იქნება დათმობა, რადგან "ჩვენ ვიცით, რომ მასიური გაყალბება მოხდა".

”ეს იყო უმაღლეს დონეზე გაყალბებული არჩევნები,” - განაცხადა ტრამპმა.

ცნობისათვის, ჯო ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიაში 306 ხმა მოიპოვა, დონალდ ტრამპმა კი - 232. კოლეგიის წევრები 14 დეკემბერს შეიკრიბებიან. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს გამარჯვებისთვის კოლეგიის 270 ხმა სჭირდება.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის