USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
დონალდ ტრამპი სი ძინპინისგან მოითხოვს, რომ ჩინეთი ამერიკული ბიზნესისთვის გახსნას
თარიღი:  1978

დონალდ ტრამპი ოთხშაბათს პეკინში ჩავიდა და ჩინეთის ლიდერისგან, სი ძინპინისგან ამერიკული კორპორაციებისთვის ქვეყნის „გახსნა“ მოითხოვა - ამით მან სცადა, რომ ორდღიანი სამიტის ფარგლებში თავისი ვიზიტის ცენტრალურ თემად უფრო მჭიდრო ბიზნესკავშირები ექცია, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.

აშშ-ის პრეზიდენტის მოწოდება, რომელიც ჩინეთში მაღალი რანგის ბიზნესმენების თანხლებით იმყოფება, ხუთშაბათისა და პარასკევის შეხვედრების წინ გაჟღერდა.

აღნიშნულ შეხვედრებს ჩრდილს აყენებს გეოპოლიტიკური დაძაბულობა ირანისა და ტაივანის ირგვლივ, ასევე სავაჭრო და ტექნოლოგიური კონფლიქტი, რამაც მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებს შორის ურთიერთობები დაძაბა.

ტრამპმა განაცხადა, რომ მისი „პირველივე თხოვნა“ სი ძინპინისადმი წამყვანი ამერიკული კომპანიებისთვის უფრო ხელსაყრელი გარემოს შექმნა იქნება, რომლებიც დიდი ხანია ჩივიან ჩინეთში საქმიანობისას არსებულ მარეგულირებელ დაბრკოლებებზე.

აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების დასტაბილურებას ცდილობს მას შემდეგ, რაც გასულ წელს ვაშინგტონის მიერ ჩინურ იმპორტზე გაზრდილი ტარიფების დაწესებამ პეკინს იშვიათი წიაღისეულის ექსპორტის შეზღუდვისკენ უბიძგა. გასულ ოქტომბერში, სამხრეთ კორეაში შეხვედრისას, ტრამპი და სი ერთწლიან სავაჭრო ზავზე შეთანხმდნენ.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის