USD 2.6750
EUR 3.1043
RUB 3.7830
თბილისი
დონალდ ტრამპი სი ძინპინისგან მოითხოვს, რომ ჩინეთი ამერიკული ბიზნესისთვის გახსნას
თარიღი:  669

დონალდ ტრამპი ოთხშაბათს პეკინში ჩავიდა და ჩინეთის ლიდერისგან, სი ძინპინისგან ამერიკული კორპორაციებისთვის ქვეყნის „გახსნა“ მოითხოვა - ამით მან სცადა, რომ ორდღიანი სამიტის ფარგლებში თავისი ვიზიტის ცენტრალურ თემად უფრო მჭიდრო ბიზნესკავშირები ექცია, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.

აშშ-ის პრეზიდენტის მოწოდება, რომელიც ჩინეთში მაღალი რანგის ბიზნესმენების თანხლებით იმყოფება, ხუთშაბათისა და პარასკევის შეხვედრების წინ გაჟღერდა.

აღნიშნულ შეხვედრებს ჩრდილს აყენებს გეოპოლიტიკური დაძაბულობა ირანისა და ტაივანის ირგვლივ, ასევე სავაჭრო და ტექნოლოგიური კონფლიქტი, რამაც მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებს შორის ურთიერთობები დაძაბა.

ტრამპმა განაცხადა, რომ მისი „პირველივე თხოვნა“ სი ძინპინისადმი წამყვანი ამერიკული კომპანიებისთვის უფრო ხელსაყრელი გარემოს შექმნა იქნება, რომლებიც დიდი ხანია ჩივიან ჩინეთში საქმიანობისას არსებულ მარეგულირებელ დაბრკოლებებზე.

აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების დასტაბილურებას ცდილობს მას შემდეგ, რაც გასულ წელს ვაშინგტონის მიერ ჩინურ იმპორტზე გაზრდილი ტარიფების დაწესებამ პეკინს იშვიათი წიაღისეულის ექსპორტის შეზღუდვისკენ უბიძგა. გასულ ოქტომბერში, სამხრეთ კორეაში შეხვედრისას, ტრამპი და სი ერთწლიან სავაჭრო ზავზე შეთანხმდნენ.

საზოგადოება
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერიმასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდაჭერას განაგრძობს. ინიციატივა, რომელიც განათლების სფეროში გამორჩეული მასწავლებლების გამოვლენასა და დაფასებას ემსახურება, წელს უკვე მეათედ ტარდება.

კონკურსზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 25 მაისს დასრულდება.

ინიციატივის ფარგლებში, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, 20 აპრილიდან 25 მაისის ჩათვლით, ნომინირება გაუწიოს მასწავლებლებს ან თავად წარადგინოს აპლიკაცია ვებგვერდზე www.tprize.ge

მასწავლებლების ნომინირება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს.

კონკურსი სამ ეტაპად გაიმართება:

  • პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება;
  • მეორე ეტაპზე კონკურსანტთა ათეული შეირჩევა;
  • მესამე ეტაპზე ხუთი ფინალისტი დასახელდება.

გამარჯვებული კი 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს გამოვლინდება.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის - „The Global Teacher Prize“-ის ნაწილია, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი - გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერი - საქართველოს ბანკი; ოქროს სპონსორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; მხარდამჭერი და სპონსორი - კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC); მხარდამჭერი - ალტე უნივერსიტეტი.

ინფორმაციისთვისახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნითსაქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 6 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტიასწორედ ამიტომბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარსრითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვისსტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობასბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებსროგორებიც არისსაქართველოს ბანკის სტიპენდიებიგიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდიადიდ ბრიტანეთშიაშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსებაიდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტისაქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლასაქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადაეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადაევერესტიამასთანსაჯარო მეტყველების კონკურსიდა სხვასაქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის