USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს კიდევ ერთი წლით ახანგრძლივებს
თარიღი:  689

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კიდევ ერთი წლით ახანგრძლივებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ამის შესახებ აშშ-ის ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი.

კერძოდ, დოკუმენტი 2014 წელს მიღებულ ოთხ სასანქციო სიას (პრეზიდენტის აღმასრულებელ ბრძანებას) ეხება, 2018 წელს მიღებულ ერთ სასანქციო სიას და 2022 წელს მიღებულ ერთ სასანქციო სიას.

ამავდროულად აღნიშნულია, რომ უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა აგრძელებს მოქმედებას, რაც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტებს აღმასრულებელი ბრძანებებით სანქციების დაწესების უფლებას აძლევდა 2014, 2018 და 2022 წლებში.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის