USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
Тбилиси
დონალდ ტრამპი: მედიის მიმართ კეთილგანწყობილი რომ ვყოფილიყავი, ტრიბუნიდან გამაგდებდნენ
дата:  566

მედიის მიმართ კეთილგანწყობილი რომ ვყოფილიყავი, ტრიბუნიდან გამაგდებდნენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მედია მას მტრულად ეპყრობა, რაც არც ერთი სხვა პრეზიდენტის შემთხვევაში არ მომხდარა. „ალბათ, პრეზიდენტ ლინკოლნს ექცეოდა პრესა დაახლოებით მსგავს სტილში. ამბობენ, რომ პრესა არავის ეპყრობოდა ისე ცუდად, როგორც ლინკოლნს. ვფიქრობ, ყველაზე ცუდად პრესა მე მეპყრობა. ხედავთ პრესკონფერენციებზე თუ როგორ სამარცხვინოდ მისვამენ კითხვებს. ვფიქრობ, მედიის მიმართ კეთილგანწყობილი რომ ვყოფილიყავი, ტრიბუნიდან გამაგდებდნენ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისივე განცხადებით, მედიის წარმომადგენლები მას მიკერძოებულ და საშინელ კითხვებს უსვამენ.

„მედიის 95% მტრულად არის განწყობილი და მიუხედავად ამისა, მაინც უზარმაზარი მხარდაჭერა გვაქვს. წარმოუდგენელია მათი სიძულვილის დონე. არც ერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია ისტორიაში იმდენი, რამდენიც ჩვენ გავაკეთეთ და მაინც მტრულად განწყობილები არიან“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.

экономика
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

более
голосование
Кстати