ამერიკულ პოლიტიკურ ელიტაში ორმხრივი კონსენსუსია მიღწეული ჩინეთის დაჯარიმების საქმეში. ეს საკმაოდ უსიამოვნო სიურპრიზია ჩინეთის ხელმძღვანელობისთვის, რომელიც გულუბრყვილოდ თვლიდა ჯო ბაიდენს მისი პოზიცების დამცველად.
კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ეკონომიკურმა შედეგებმა შეერთებულ შტატებში შეიძლება კატასტროფული ხასიათი მიიღოს. ყველაზე დაუცველია ამერიკის მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც ქვეყანაში სამუშაო ადგილების 85%-ს უზრუნველყოფს.
პანდემიამ შეიძლება ხაზი გადაუსვას ეკონომიკაში დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ყველა მიღწევას, რაც დიდ გავლენას მოახდენს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე.
სიტუაციის გამოსასწორებლად და კორონავირუსის პანდემიის საპასუხოდ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 27 მარტს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს ყველაზე დიდი, $ 2 ტრილიონი დოლარიანი სტიმულირების პაკეტის გამოყოფას აშშ-ს ეკონომიკისთვის.
ამ კანონის თანახმად, აშშ მთავრობა უზრუნველყოფს პირდაპირ გადახდებს და უმუშევრობის შეღავათებს ფიზიკური პირებისთვის, ფინანსურ დახმარებას შტატებისთვის, იქმნება უზარმაზარი საფინანსო ფონდი, კრიზისის შედეგად დაზარალებული საწარმოების დასახმარებლად. აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა, თავის მხრივ, გამოისყიდის ამერიკული კომპანიების ოთხი ტრილიონი დოლარის სახაზინო ვალდებულებებს.
მაგრამ ეს არ არის ყველა ის ეკონომიკური ღონისძიება, რომელთა მეშვეობითაც შეერთებული შტატების სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა აპირებს არსებული პრობლემის მოგვარებას.
მიღებულია გადაწყვეტილება, რომ აშშ-ი ჩინეთს მოთხოვს იმ ზარალის ანაზღაურებას, რაც ამერიკულ კომპანიებს და აშშ-ის ბიუჯეტს მიადგა კორონავირუსის პანდემიისგან.
ამერიკა თვლის რომ კორონავირუსის გავრცელება უშუალოდ ჩინეთის ხელისუფლების ხელშეწყობის თუ არა მათი საქმისადმი ზერელე დამოკიდებულების ბრალია და რომ ჩინეთი ამის გამო პასუხისმგებელია მთელი მსოფლიოს და მათ შორის აშშ-ის წინაშეც.
უკვე აღძრულია სარჩელი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ, ეპიდემიის პირველ ეტაპზე კორონავირუსის პრობლემის განზრახ და ანგარების მიზნით დამალვის შესახებ ბრალდებით.
სარჩელში ნათქვამია, რომ ჩინეთის მთავრობის ასეთი ქმედებების გამო, ამერიკულმა კომპანიებმა საგარეო ვაჭრობის სფეროში დიდი ზარალი განიცადეს, რომელთა ანაზღაურებას უნდა მოახდინოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ.
საინტერესოა, რომ ეს სარჩელი შეიტანეს აშშ-ს ორ წამყვანმა საადვოკატო ბიურომ: Lucas-Copmton-მა რომელიც ემსახურებოდა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიას, და Berman Law Group-მა, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ფრენსის ბაიდენი, ჯო ბაიდენის ძმაა.
სასამართლოში მონაწილეთა შემადგენლობა ნათლად მიანიშნებს, რომ ამერიკულ ელიტაში მიღწეული იყო ორმხრივი კონსენსუსი ჩინეთის „ძარცვაზე“. რაც თავის მხრივ საკმაოდ უსიამოვნო სიურპრიზია ჩინეთის ხელმძღვანელობისთვის, რომელიც გულუბრყვილოდ თვლიდა ჯო ბაიდენს მის კანდიდატად ამერიკის პრეზიდენტობაზე.
ჯერ კიდევ დასაანგარიშებელია თუ რა თანხა იქნება ჩაწერილი სასარჩელო მოთხოვნაში ჩინეთის წინააღმდეგ, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ საქმე ეხება ათეულ ტრილიონ დოლარს.
საერთაშორისო იურიდიულ პრაქტიკაში არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი დეტალი როგორიცაა ”სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები”.
შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთის მთავრობის ქონების ჩამორთმევა მოხდება ჩინეთის მთავრობისგან ზიანის ანაზღაურების მიზნით, რის უზრუნველსაყოფადაც შესაძლებელია აშშ-ში ჩინური სახელმწიფო კომპანიების ქონებების დატუსაღება.
ამასთან, ჩინეთის ინვესტიცია აშშ-ს სამთავრობო ობლიგაციებში დაახლოებით 1,1 ტრილიონი აშშ დოლარია. ერთ-ერთ სადამსჯელო ღონისძიებად საკმარისი იქნება მხოლოდ ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის გაყინვა.
ცხადია, რომ ჩინეთის მთავრობას ამერიკულ სასამართლოში გამარჯვების მცირე შანსი აქვს. აშშ-მ დიდი ხანია მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც რომ მისი ეროვნული კანონი არ ცნობს საზღვრებს და აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს აქვს მინიჭებული უფლება განახორციელოს ეკონომიკურ სანქციები როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და კომპანიებზე, ისე მთელ ქვეყნებზე.
რა საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს ჩინეთი ამ კონკრეტული ბრალდებების წინააღმდეგ ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ ამ ვითარებაში უნდა ველოდოთ ჩინეთის და რუსეთის კიდევ უფრო დაახლოებას, როგორც ეკონომიკური ისე სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით..და ამ ქვეყნებს აქვთ ის თუ რა შესთავაზონ ერთმანეთს.
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის, მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას.